in

სიყვარულის დღის სასაჩუქრე იდეები სახლის დეკორის მოყვარულთათვის

14 თებერვალს არაერთი წყვილი აღნიშნავს სიყვარულის დღეს. ეს სიმბოლური თარიღი სასიამოვნო მოგონებებთან, სიყვარულის გამოხატულებასთან და ორიგინალურ საჩუქრებთან ასოცირდება. ადამიანები ცდილობენ, ვალენტინობის დღესასწაული დასამახსოვრებელი გახადონ და თავიანთ რჩეულებს სიხარული მიანიჭონ, ამიტომ ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან და საჩუქრებს ყურადღებით არჩევენ. დღევანდელ სტატიაში სიყვარულის დღის აღსანიშნავად საინტერესო სასაჩუქრე იდეებს შემოგთავაზებთ მათთვის, ვისაც სახლის დეკორი და ნივთები იზიდავთ.

გულის ფორმის ჩარჩო 

სიყვარულის დღის აღსანიშნავად, გულის ფორმის სურათის ჩარჩო საყვარელი ადამიანის ფოტოსთან ერთად ძალიან კარგი და ორიგინალური საჩუქარი იქნება, რომელიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ინტერიერში და მუდამ გაგახსენებთ ამ დღეს. დახვეწილი და მომხიბვლელი მოდელის შეძენა, რომელიც თქვენი სიყვარულის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება იქნება,  “Seletti Store”-ში შეგიძლიათ.

ლარნაკი “იკებანა”

ულამაზესი, დახვეწილი ლარნაკი, რომელიც დიზაინერ Jamie Hayon-ის მიერაა შექმნილი, ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა და ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ნებისმიერ ინტერიერში. საინტერესოა, რომ კოლექცია სახელწოდებით “იკებანა” იაპონური სიტყვიდან მოდის და ყვავილების მოწყობის ხელოვნებასა და ახალი სიცოცხლის მინიჭებას ნიშნავს. ამიტომ, აღნიშნული მოდელი სიახლესა და ელეგანტურობას შეიტანს სივრცეში და თქვენს საყვარელ ადამიანს გაახარებს. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია “MOTIF“-ის შოურუმში.

სალვადორ დალის ნამუშევრების კოლექცია

ხელოვნებისა და განსაკუთრებით მხატვრობის მოყვარულებს ეს წიგნი აუცილებლად გაახარებთ. განსხვავებული ხელწერისა და შემოქმედებითი ნიჭის მქონე მხატვრის, სალვადორ დალის ნამუშევრები ერთ წიგნშია თავმოყრილი და საინტერესოდაა განხილული.  კოლექცია გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, ფორმითა და დიზაინითაც გამოირჩევა, შესაბამისად,  როგორც დეკორატიული ელემენტი ნებისმიერ ინტერიერს საოცარ შტრიხებს შესძენს. პროდუქტის შეძენა კი „Sense Concept Store“-ში შეგიძლიათ.

პოსტერი

ფერადი პოსტერი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა თქვენს სივრცეში რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად და საყვარელი ადამიანის გასახარებლად. ვარდისფერსა და მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილი პოსტერი ნებისმიერ მნახველს სასიამოვნო განწყობაზე დააყენებს და ოთახში სიხალისესა და სიცოცხლეს შეიტანს. ნამუშევრის შეძენა  „artio“-შია შესაძლებელი.

ორიგინალური დიზაინის სასანთლე

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

NS Product“-ი ქართული არქიტექტურული სტუდიის, NS Studio-ს პროდუქტის ხაზია, რომლის უახლესი ნამუშევარი ეს ორიგინალური ფორმის “ზიგ-ზაგ” სასანთლეებია. ხელნაკეთი სასანთლე ინტიმური და რომანტიკული გარემოს შექმნაში ნამდვილად დაგეხმარებათ და სივრცეს საზეიმო განწყობას შესძენს. ნივთი იმითაც არის საინტერესო, რომ ის მრავალფუნქციურია და მისი გამოყენება შეიძლება, როგორც შანდლის სახით, ასევე კალმებისა თუ სხვა საკანცელარიო ნივთების სათავსოდ და ასევე წიგნების დამჭერად.

ფირსაკრავი 

ფირსაკრავი მელომანთათვის საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ნებისმიერი მუსიკის მოყვარულს გაახარებს.  ფირსაკრავი თქვენს საღამოებს განსაკუთრებულ განწყობას და რომანტიკულ ელფერს შემატებს და მათ უფრო დასამახსოვრებელს გახდის. „Audio-Technica“-ის აღნიშნული მოდელი შეგიძლიათ „VELI.store“-დან გამოიწეროთ და თქვენი საყვარელი ადამიანი სიყვარულის დღეს ამ განსაკუთრებული ნივთით დაასაჩუქროთ.

ცქრიალა ღვინის ჭიქები

რომანტიკული ვახშამი სასმელის გარეშე წარმოუდგენელია. დახვეწილი, თანამედროვე დიზაინის ჭიქების კომპლექტი აუცილებლად გაგილამაზებთ სადღესასწაულო მაგიდას და საზეიმო განწყობას შემატებს სივრცეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ. პროდუქტის შეძენას კი „Kitchen & Living by Gastronome“-ის შოურუმში შეძლებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მხატვრობიდან ინტერიერის დიზაინერობამდე – ინტერვიუ ნესტან ვარდიაშვილთან

Mosaics-ში წარმოდგენილ ბრენდებსა და სიახლეების შესახებ, არქიტექტორ-დიზაინერი თამარ კიკალეიშვილი მოგიყვებათ