in

ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები ყველაზე აქტიურად იყენებენ საკუთარ პროექტებში

ინტერიერში სიმწვანის დამატება ელეგანტურ და ჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. მწვანე მცენარეები იდეალურად ერგება ცარიელ ადგილებს და ავსებს მათ. სწორედ ამიტომ, სივრცეში მცენარეების დამატება ინტერიერის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი საკითხია. მცენარეები არა მხოლოდ გავლენას ახდენენ თანამედროვე ხასიათების გაღვიძებაში, არამედ სახლში ჰარმონიულ გარემოსაც ქმნიან. ქოთნის ყვავილები, ციტრუსის ხეები თუ კაქტუსები უკვე წლებია, რაც დიზაინის დიდ ტენდენციად იქცა.

მცენარეებს, განსაკუთრებით კი მაღალ ჯიშებს, შეუძლიათ სივრცეში ვერტიკალური შეგრძნებების გამოღვიძება, მისი ვიზუალურად გაზრდა, რაც იდეალურია დაბალჭერიანი პროექტებისთვის. თუმცა, მათი განთავსებისას რეკომენდებულია რამდენიმე წესის დაცვა. მაგალითად, მცირე ზომის ბინის შემთხვევაში, დიზაინერები შედარებით პატარა ზომის, მბზინავ ქოთნის მცენარეებს გვირჩევენ, ხოლო დიდ სახლებსა და ბინებში მაღალ, მრავალფოთლოვან მცენარეებს, მათ შორის ციტრუსის ხეებს და სხვა დიდ ჯიშებს.

დღევანდელ სტატიაში 5 მცენარის შესახებ გიამბობთ, რომლებიც თქვენს ინტერიერს ახალ ხიბლსა და სიცოცხლეს შესძენენ.

1.კუინსლენდის ბოთლის ხე

ეს არის მცენარე, რომელიც კუინსლენდში, ავსტრალიაში იზრდება და ბოთლის ფორმა აქვს. როგორც სხვა ბევრი მცენარე, ბოთლის ხეც გამორჩეულად რომანტიკული და დახვეწილია. მას აქვს მკვრივი ღერო, რომელიც თანდათან თხელდება და უზრუნველყოფს გამორჩეულ გარეგნობას.

სივრცისთვის ასეთი მაღალი მცენარის არჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მისი ამჟამინდელი ფორმა და ზომა, არამედ რამდენად დიდი შეიძლება გაიზარდოს ის. ამ მხრივ ბოთლის ხე საკმაოდ გონივრული არჩევანია, რადგან მისი განსაკუთრებულად დიდი ჯიშები მხოლოდ უდაბნოში იზრდება.

2.კაუჩუკის ხე

ეს მცენარე „რეზინის ხის“ ან „ფიკუს ელასტიკას“ სახელითაც არის ცნობილი. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეზღუდული ვართ მცენარეების ზომებში, გვჭირდება ცილინდრის ფორმის მცენარე, რომელიც არ დაიკავებს ძალიან დიდ სივრცეს. კაუჩუკის ხე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, დამატებით კი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და ესაჭიროება მინიმალური პირობები.

„ფიკუს ელასტიკას“ შეუძლია ინტერიერში გამორჩეული გარემოს შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მისაღები ოთახის კუთხეში ან შესასვლელ ნაწილშია მოთავსებული. მისი გავლენა მყისიერია და მნახველებს უმალვე აღაფრთოვანებს.

მბზინვარე ფოთლების ხარჯზე, კაუჩუკის ხე იდეალურია აყვავებული ბაღისთვისაც, რადგან ის ბაღს პრიალა ტექსტურას, მდიდარ ფერებსა და სიმაღლეს მატებს.

3.სიმინდის მცენარე

სიმინდს მართლაც ძალიან ლამაზი ფერი აქვს, ორგანული და დახვეწილი ფორმის ხარჯზე კი ინტერიერში ჯანსაღ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის. ამ პოპულარულ სახეობას ძალიან უყვარს შიდა სივრცეები, სადაც კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურება.

ინტერიერის დიზაინერები მის მოთავსებას მისაღებ ოთახში გვირჩევენ, თუმცა გასათვალისწინებელია რომ მცენარეს დაბალი განათება და მზის ბუნებრივი სხივები მოსწონს, ამიტომ ადგილმდებარეობის შერჩევა დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით არის საჭირო.

4.ლეღვის ხე

UMBRELLA FIG TREE იგივე FICUS UMBRELLA ინტერიერის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. მიუხედავად იმისა, რომ ლეღვის ხე ძალიან დიდი ზომის იზრდება, ეს კონკრეტული მცენარე მისი „ჯუჯა“ ვარიანტია და შიდა სივრცეში მისი ზომა იდეალურია მაღალჭერიანი და დიდი ზომის ოთახებისთვის.

ერთი ძირითადი ღეროს მქონე მცენარის არჩევა მის ფოთლებს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის, რადგან ისინი ქოლგის მსგავსი ფორმის დახმარებით ღეროს მთლიანად დაფარავენ. თუმცა, მის შერჩევამდე გაითვალისწინეთ, რომ მცენარე მგრძნობიარეა სიცხისა და მზის სხივების მიმართ, ამიტომ ის ნათელ, მაგრამ ისეთ ადგილას უნდა მოთავსდეს, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება.

5.FICUS LYRATA

FICUS LYRATA ლეღვის ხესთან მიმსგავსებული კიდევ ერთი შიდა მცენარეა. ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ ამ მცენარის გამოყენების შემთხვევაში, სივრცეში დამატებითი აქცენტები აღარ დაგჭირდებათ, რადგან განსხვავებული და საინტერესო ფოთლების დახმარებით, ის სრულად ცვლის როგორც ოთახის დიზაინს, ასევე ატმოსფეროსაც და მას სიმყუდროვის ელემენტებს მატებს.

FICUS LYRATA-ს ყველაზე ხშირად მინიმალისტური სტილის ინტერიერებში ვხვდებით, რადგან მას გამორჩეული ესთეტიკა და სიმშვიდის ეფექტები ახლავს თან. მისი პრიალა, მუქი მწვანე ფოთლები ელეგანტურ განწყობებს და დახვეწილ ინტერიერს ქმნიან.

რემონტის გამოცდილება: ნატუკა ბაღაშვილის რჩევები

L’abre Blanc – აივნებით შექმნილი ნაგებობა საფრანგეთში