in

იდეები საგარდერობე ზონის მოსაწყობად – 24 ფოტო განხორციელებული პროექტებიდან

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

კომფორტული, ფართო და დახვეწილი საგარდერობე ზონების შესაქმნელად უზარმაზარი სივრცე სულაც არ არის საჭირო, მთავარი ინტერიერის სწორად დაგეგმარება და ფერებისა თუ სხვა აქცენტების შერჩევაა. საგარდერობე ზონა იდეალურად უნდა ერგებოდეს თქვენი სახლის ზოგად სტილსა და ხასიათს. სასურველი შედეგის მიღება შეგიძლიათ ნივთების ადგილების შერჩევით და კატეგორიებად დაყოფით, კალათების, პუფებისა და პატარა სკამების და სხვა დეკორაციების გამოყენებით.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, ეს სივრცე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ განათებით, ხოლო მთავარი აქცენტი კომფორტსა და ფუნქციონალურობაზე გავაკეთოთ, რადგან დახვეწილ გარეგნობასთან ერთად, საგარდერობე ზონა სასურველი ნივთების კომფორტულად შესანახადაც გვჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ სახლის ეს ნაწილი მზის სხივებს ბუნებრივად ვერ იღებს, შეგიძლიათ შესაბამისი სანათების ან ჭაღის შერჩევაც, რომელიც სივრცეს უფრო ნათელსა და მყუდროს გახდის.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ფოტოს გაგიზიარებთ, რომლებიც სახლში საოცნებო საგარდერობე სივრცის მოწყობაში დაგეხმარებათ.

გარეკანის ფოტო: ბილი ბილიხოძე

5 მაღაზია თბილისში, სადაც ავეჯის სახელურებს შეიძენთ

სილამაზისა და ფუნქციის ბალანსით შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი — ინტერვიუ დავით ხიდურელთან