in

კერამიკული ნიჟარის ძლიერი და სუსტი მხარეები – რა უნდა ვიცოდეთ?

მრავალი წლის წინ კერამიკული ნიჟარები შეიცვალა მსუბუქი და პრაქტიკული უჟანგავი ფოლადით. ამ დროს კერამიკა რთულად მოსავლელ და არაპრაქტიკულ მასალად ითვლებოდა, მაგრამ დღესდღეობით, ის ბრუნდება და აღარ არის ისეთი მყიფე და არასანდო მასალა, როგორიც ადრე. კერამიკული ნიჟარა თანამედროვეობაში საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, რომელსაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. დღევანდელ სტატიაში ორივე მათგანს განვიხილავთ, რათა ნიჟარის შეძენისას არჩევანის გაკეთების პროცესი გაგიმარტივდეთ.

კერამიკული ნიჟარის ძლიერი მხარეები

ასეთი ნიჟარა კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას და არ დეფორმირდება. მას შეუძლია როგორც ცხიმთან, ასევე საკვების სხვადასხვა ნარჩენებთან გამკლავება. შეგიძლიათ დაასხათ ადუღებული ან პირიქით, ძალიან ცივი წყალი, ტემპერატურის ცვალებადობა კერამიკის გარეგნობაზე გავლენას არ ახდენს.

ამას გარდა, ნიჟარას აქვს გლუვი ზედაპირი, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მარტივად მოსავლელი. ასეთი მასალა მდგრადია საკვები მჟავების მიმართ, არ არის შეღებილი ტოქსიკური ნივთიერებებით და აქვს მრავალფეროვანი დიზაინი.

ნიჟარის გასაწმენდად შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება.

კერამიკული ნიჟარის სუსტი მხარეები

კერამიკული ნიჟარის წონა შეიძლება იყოს 7-დან 15 კგ-მდე, რაც მის მონტაჟის პროცესს საკმაოდ ართულებს. ეს უნდა გაკეთდეს ექსპერტების მიერ და შემდგომში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტაფების, ქვაბების და სხვა მძიმე ნივთების ნიჟარაში უდიერად მოთავსებამ, შესაძლოა, მისი გაბზარვა ან სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

ეს ნაკლოვანება ნაწილობრივ აღმოფხვრილია ფაიფურისა და ხელოვნური ქვისგან დამზადებულ ნიჟარებში, თუმცა მათი ღირებულება საგრძნობლად აღემატება სტანდარტული კერამიკული ნიჟარის ფასებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ნიჟარის შერჩევისას

კერამიკული ნიჟარის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ზომას. აირჩიეთ მოდელი, რომლის სიგრძეა 50-80სმ და სიღრმე არაუმეტეს 20 სმ. გაითვალისწინეთ თქვენი ინტერიერიც, პროდუქტის დიზაინი სასურველ ფერში შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რამხელა ადგილი გაქვთ გამოყოფილი აბაზანის ავეჯზე ნიჟარის დასამონტაჟებლად.

როგორ  უნდა მოვუაროთ კერამიკულ ნიჟარას?

არ გამოიყენოთ პროდუქტები მყარი და აბრაზიული ნაწილაკებით. ცხიმი და მცირე ლაქები შეიძლება მარტივად მოაშოროთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით, ხოლო უფრო ძლიერი ლაქებისთვის გამოიყენეთ მცირე რაოდენობით ქლორის შემცველი პროდუქტები.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

Pelican Chair – ფინ იულის მიერ შექმნილი ცნობილი სავარძელი

6 კომპანია საქართველოში, რომელიც ლითონის კარს დაგიმზადებთ