in

სააბაზანოს ჩასაშენებელი ცისტერნა საკუთარი გამწოვი სისტემით – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

აბაზანაში გამწოვის დამონტაჟება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა, რადგან სახლის ამ ნაწილში ყველაზე მაღალია ტენიანობის მაჩვენებელი, წარმოქმნილი ორთქლი კი ხშირად ტექნიკასა და სარკეებზე ხვდება და სხვადასხვა სახის ლაქებს წარმოქმნის. გამწოვი საჭიროა უსიამოვნო სუნის აღმოფხვრისთვისაც, თუმცა მისი სწორად შერჩევა საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული.  ხშირ შემთხვევაში, აბაზანაში ვენტილაციის უზრუნველყოფას ფანჯრების გაღებით და სივრცის განიავებით ცდილობენ, თუმცა ეს მეთოდი განსაკუთრებით არაკომფორტულია ცივ ამინდში. ამას გარდა, თანამედროვე არქიტექტურული სტილი ითვალისწინებს ისეთი აბაზანების მოწყობას, რომელსაც ფანჯრები საერთოდ არ აქვს.

თუმცა, თანამედროვე ბაზარზე უკვე არსებობს ისეთი ჩასაშენებელი ცისტერნა, რომელიც ერთდროულად ორ ფუნქციას ითავსებს. ის პასუხისმგებელია როგორც უსიამოვნო სუნის გაქრობაზე, ასევე აბაზანიდან ნესტისა გაქრობაზეც. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტის, იტალიური ბრენდის, Valsir-ის სააბაზანოს ჩასაშენებელი ცისტერნის შესახებ გიამბობთ.

Ariapur-ს აქვს სადა და დახვეწილი დიზაინი, რომელიც კარგად ეწყობა ნებისმიერი სახის ინტერიერს. თავად ჩასაშენებელი ცისტერნა არის მაღალი ხარისხის, ხოლო მისი შემადგენელი კომპონენტები მაქსიმალურად დახვეწილი და კომპაქტურია.

ფირფიტაზე არსებული ვენტილაციის სისტემის მეშვეობით წარმოქმნილი ორთქლი იშლება, რაც სტანდარტული გამწოვის იდეალურ ჩანაცვლებას ქმნის. სუნის უნიტაზიდან და სააბაზანოს ნიჟარიდან აღმოფხვრა ხდება ძალიან სწრაფად, ოთახში გავრცელებამდე. ამასთან, ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია LED განათებითაც, რაც აბაზანას ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. იგი მოქმედებს უკიდურესად ჩუმად და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

ბრენდი Ariapur-ის ორ მოდელს გვთავაზობს. Ariapur80 შედარებით დაბალი სიმძლავრისაა, ხოლო მისი გაუმჯობესებული ვერსიაა Ariapur100. პირველი მათგანი უზრუნველყოფს ჰაერის განახლებას 65-80მ3/სთ სიჩქარით, ხოლო მეორე – 85-100მ3/სთ სიჩქარით.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტის შეღებვა შესაძლებელია ბაზარზე ფართოდ გავრცელებული საღებავებით, ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და შეღებვას შეძლებთ სახლის პირობებში, ისე რომ მოარგოთ თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებასა და სააბაზანოს დიზაინს.

ფირფიტა, რომლითაც სისტემა არის შეფუთული, ხელს უშლის მასში მტვრის ნაწილაკების მოხვედრას, გაწმენდის დროს კი საკმარისია მხოლოდ წყლისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებაც. აქტიურდება სპეციალური გადამრთველით ან სენსორით.

მონტაჟის სპეციფიკისა და ჰიგიენის სიმარტივის წყალობით, Ariapur ერთ-ერთი ძალიან პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ჩასაშენებელი ცისტერნაა. მისი დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ ის უპრობლემოდ დამონტაჟდეს როგორც ჭერზე, ასევე კედლებში, შედეგად კი ვიღებთ უხმაურო, ვიზუალურად ლამაზ პროდუქტს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში გვეხმარება და სააბაზანოს სისუფთავესა და ჰიგიენას უზრუნველყოფს.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

5 მაღაზია საქართველოში, სადაც საფარდე კარნიზებს შეიძენთ

ფერადი და მყუდრო ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი