in

არქიტექტურული კომპანია MUA-ს ვორქშოპი – სილოს შენობის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობები

MUA Architecture & Placemaking თბილისის სილოს (ყოფილი წისქვილკომბინატის) ხელახალი გამოყენების კონცეფციების შექმნას იწყებს.

თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევის კვალდაკვალ, ქალაქში მდებარე რამდენიმე ადგილი MUA-ს გუნდისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდა. უნიკალური არქიტექტურის, გამორჩეული ტიპოლოგიის ან ფუნქციის მქონე შენობები, რომელთა მსგავსი თანამედროვეობაში იშვიათად თუ იქმნება, მათი დაკვირვების და შესწავლის საგნად იქცა.

სწორედ ამ განზრახვამ და სლოვაკ პარტნიორებთან, Malý Berlín-თან ერთად ინიცირებულმა პროექტმა V4, გუნდს მისცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ახლო მზერით დააკვირდეს ქალაქში შემორჩენილ სილოს და შექმნას მისი ხელახალი გამოყენების კონცეფციები.

ღია შერჩევის წესით შერჩეული მონაწილეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები პარალელურად იმუშავებენ შენობის ხელახალი გამოყენების კონცეფციებზე, რის შემდეგაც, გაიმართება კონცეფციების საჯარო პრეზენტაცია და გამოფენა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ახალგაზრდა არქიტექტორებს, ხელოვანებს, სივრცისა და ქალაქის დამგეგმარებლებს, ასევე სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებსაც აინტერესებთ მსგავს თემატიკაზე მუშაობა და აქვთ ამის გამოცდილება.

ვორქშოპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა განთვსებულია ბმულზე: https://forms.gle/nw3SzSbCzq4KTX4F6

განაცხადები მიიღება 5 მარტის ჩათვლით.

Malý Berlín დამოუკიდებელი კულტურული ცენტრია ტრნავას ისტორიულ ცენტრში, სლოვაკეთში. ცენტრი წარმოადგენს Nádvorie-ს ნაწილს, რომელიც მოიცავს გასტრონომიულ დაწესებულებებს, ერთიან სამუშაო სივრცეებს, საღონისძიებო და თავშეყრის ადგილებს. Malý Berlín წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს 300-ზე მეტ ღონისძიებას. მისი გუნდი დაინტერესებულია ინდუსტრიული და პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობით, რის გარშემოც სხვადასხვა სახის პროექტების რეალიზებას უწყობს ხელს.

V4-ი, Malý Berlín- ის ინიციატივაა და აერთიანებს 5 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ორგანიზაციას – სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, უკრაინა და საქართველო, რომლებიც მუშაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საპილოტე პროექტებზე ინდუსტირული და პოსტ-საბჭოთა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში საქართველოდან მონაწილე ორგანიზაციაა MUA Architecture & Placemaking პროექტით “სილო/Silo”.

ფოტოგრაფი: Angus Leadley Brown

კონტრასტული აქცენტებით შექმნილი სახლი შინდისში — ტატა ქათამაძისა და დათკა გელაშვილის ინტერიერი

ღია ცისფერი, როგორც 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში