in

Stool 60 – ალვარო აალტოს მიერ შექმნილი სკამი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა

მსოფლიოში ცნობილი ფინელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ალვარო აალტოს მიერ შექმნილი სკამი, რომელსაც Stool 60-ის სახელით ვიცნობთ, ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ფუნქციური მოდელია და უკვე ათწლეულებია მსოფლიო ბაზარზე პოპულარობას არ კარგავს. ეს სკამი შეიძლება გამოყენებული იყოს მაგიდის სახითაც, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ფუნქციურობას და ხსნის იმას, თუ რატომ იქცა საკულტო დიზაინად.

მოდერნისტული იდეალებითა და ფინური ინოვაციებით შექმნილი სკამი, მისი პოპულარობა და მუდმივი აქტუალობა დიდწილად განპირობებულია ალვარო აალტოს ორიგინალური ხედვით. აღსანიშნავია, რომ სკამის ესკიზი მან ფინური ავეჯის გლობალური ბრენდისთვის, ARTEK-ისთვის შექმნა.

ამ მოდელის დიზაინი მან მის საცხოვრებელ ადგილას გავრცელებული არყის ხისგან შექმნა. Stool 60 წარმოებაში 1933 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა არც მასალა, არც ფორმა და არც დიზაინი, მაგრამ ის იდეალურად უძლებს დროს და მუდმივად განახლებად მოდის ტენდენციებს.

მინიმალური კომპონენტების წყალობით, სკამის შეფუთვა შესაძლებელია ბრტყელი განლაგებით, რაც მის ტრანსპორტირებას ეკონომიურსა და მარტივს ხდის, ხის მასალის ინდივიდუალური და ბუნებრივი სილამაზის დახმარებით, თითოეულ მოდელს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს, ქმნის გამორჩეულ შეგრძნებებს და გამძლეა გრძელვადიან პერსპექტივაში.

დღესდღეობით სკამი ARTEK-ის მრავალფეროვან კოლექციაში გვხვდება. ის ხელმისაწვდომია როგორც არყის, ასევე თანამედროვე მასალისგან შექმნილი სახითაც, როგორიცაა, მაგალითად, ლამინატი. მოდელის ღირებულება დაახლოებით $250-დან იწყება.

Compasso d’Oro – პრესტიჟული ჯილდო ინდუსტრიულ დიზაინში

რა სარგებელი მოაქვს ჰაერის რეკუპერატორს ბინაში?