in ,

ბუტიკ-სასტუმრო ზუბალაშვილის ქუჩაზე – სტუდი WOM-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პროექტის ავტორებს ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრათ მუშობის პროცესში. შენობა იყო იმდენად ავარიულ მდგომარეობაში, რომ მისი დიდი ნაწილი არ ექვემდებარებოდა რესტავრაციას. თუმცა, დამკვეთისა და პროექტის ავტორების სურვილი იყო, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ შენობის ღირებული ელემენტები და მათ ეს ძალიან კარგად შეძლეს.

შენარჩუნებულია ინტერიერში არსებული კარები, დარაბები, ფანჯრები, კარნიზები და შუშაბანდი. ეს ელემენტები თავისთავად ქმნის აღნიშნული სივრცის ხასიათს. რაც შეეხება შენობის იმ ნაწილებს, რომლებიც არ დაექვემდებარა აღდგენას, ისინი სრულიად თანამედროვე დეტალებით ჩანაცვლდა. მაგალითად, კიბის უჯრედი, რომელიც ახალი სხეულის სახით შემოვიდა ძველ შენობაში. ასევე ინტერიერში გამოყენებულია სხვადასხვა სახის ამრეკლავი ზედაპირები, რაც საინტერესო სინთეზს ქმნის არსებულ ძველ გარემოსთან.

შენობა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს როგორც ბუტიკ სასტუმრო და მასში განთავსებულია ოთხი აპარტამენტი, რესტორანი და ოფისი.

დიზაინერები: ლიზა ხუნდაძე და ელენე პაპიაშვილი
ფოტოგრაფი: რაფაელ არზუმანოვი

როგორ იცვლებოდა თეთრი სახლის საშობაო დეკორაციები ბოლო წლებში

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე