in

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გრეხილი კოშკი – Skidmore Owings & Merrill-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

Cayan Tower მსოფლიოში ყველაზე მაღალი გრეხილი კოშკია, რომელიც 307 მეტრი სიმაღლისაა და დუბაიში მდებარეობს. ამ კოშკს სხვაგვარად Infinity-ს სახელით ვიცნობთ. თუმცა, სიმაღლე ერთადერთი მახასიათებელი არაა, რის გამოც კოშკი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. მისი მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა.

შენობა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი არქიტექტურული სტუდიის, Skidmore Owings & Merrill-ის მიერ არის შექმნილი და თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის შედევრად ითვლება. არქიტექტორებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ღია სივრცის კონცეფცია, რათა სინათლე და სივრცე შეექმნათ.

წინასწარ ჩამოსხმული პანელები და ბეტონის სვეტები ეტაპობრივად მეორდება, რაც ფილტრავს მზის პირდაპირ შუქს და ქმნის ეკრანის ეფექტს. ამ გზით უზრუნველყოფილია ჩრდილები როგორც უშუალოდ შენობის შიგნით, ასევე ტერასებზეც.

კოშკის სტრუქტურა არის ძალიან მაღალი სიმტკიცის. შენობა თითქოს შემობრუნებულია და ქმნის სპირალს. მისი ფორმა და ზომა განისაზღვრა წინასწარი კვლევებით ქარის მიმართ და ინოვაციური 3D ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი უნიკალური და რადიკალური არქიტექტურული პროექტის შექმნისას არქიტექტორების უპირველესი საზრუნავი უსაფრთხოება და სტაბილურობა იყო, როგორც დიზაინში, ასევე მასალის შერჩევისა და მშენებლობის პროცესშიც.

Infinity-ს მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნა მსოფლიო დონის პროფესიონალების ცოდნა, გამოცდილება და უნარები. დღეს ის 495 მდიდრულ აპარტამენტს აერთიანებს, თითოეულ მათგანს აქვს გამორჩეული ინტერიერი და საკუთარი ტერასა.

არქიტექტურული სტუდია: Skidmore Owings & Merrill

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა – 5 კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას გაგიწევთ

ღირს თუ არა ინვესტირება მაღალბიუჯეტიან უსადენო მტვერსასრუტში?