გაზაფხულის დადგომასთან და 8 მარტის მოახლოებასთან ერთად, აქტუალურია სასაჩუქრე იდეების თემაც, რათა თქვენს საყვარელ ადამიანებს ეს დღესასწაული გაულამაზოთ და დასამახსოვრებელი მოგონებები შეუქმნათ. ამასთანავე, ეს პერიოდი იდეალური დროა საკუთარი თავის გასახარებლად და სასურველი ნივთებით დღის გასაფერადებლად. დღევანდელ სტატიაში იმ იდეებს გთავაზობთ, რაც ინტერიერის დიზაინისა და დეკორის მოყვარულ ქალბატონებს გულს ნამდვილად გაუხარებს.
სადღესასწაულო სუფრა
„Mood.o“-ს ინდივიდუალური დიზაინის გამორჩეული სუფრა ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო თავყრილობას და თქვენს საყვარელ ადამიანს ამაღლებულ განწყობას შეუქმნის. მიმზიდველი დიზაინის, საინტერესო და ფერადოვანი ტექსტილი გაზაფხულის მზიან დღეებს და ბუნებაში სადილს განსაკუთრებით მოუხდება და დეკორატიულად გააფორმებს გარემოს.
ლარნაკი
ყვავილები ალბათ ყველა ადამიანის სისუსტეა, განსაკუთრებით კი ქალბატონების. ბუნებრივი მცენარეებისთვის აუცილებლად გვჭირდება შესაბამისი ლარნაკი, რომელიც ყვავილებს კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს და ინტერიერში გამორჩეულ აქცენტებს შექმნის. ეს ორიგინალური, უცხო და განსხვავებული დიზაინის ლარნაკი შეგიძლიათ „Mysa“-ს შოურუმში შეიძინოთ და თქვენი საყვარელი ადამიანები 8 მარტს ამ მომხიბვლელი ნივთით დაასაჩუქროთ.
პირსახოცის ნაკრები
საკუთარ თავსა და სხეულზე ზრუნვა ყველა ქალბატონისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მათთვის ძვირფასი საჩუქარი იქნება დახვეწილი დიზაინის, ხარისხიანი, ნაზი და ჰაეროვანი ტექსტილი. რომელიც გარდა პრაქტიკული გამოყენებისა, სააბაზანოს ინტერიერისაც გაალამაზებს და ესთეტიკურად გაამდიდრებს. აღნიშნული მოდელის შეძენა კი „ZARA HOME“-შია შესაძლებელი.
დესერტის თეფში
ფერადი და გამორჩეული დიზაინის დესერტის თეფში ჭურჭლისა და ინტერიერის მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს და 8 მარტის დღესასწაულს კიდევ უფრო საზეიმოსა და დასამახსოვრებელს გახდის. აღნიშნული მოდელი სასიამოვნო განწყობას შესძენს თქვენს სუფრას და მას მიმზიდველ ესთეტიკურ შტრიხებს შემატებს. ამასთანავე, ძალიან მოუხდება გაზაფხულის განწყობას და სახლში თბილი, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. დესერტის თეფშის შეძენა კი „Remember the store“-ის შოურუმში შეგიძლიათ.
საგაზაფხულო დეკორატიული ხე
„Wedgwood Showroom“-ის დეკორატიული ხე, რომელიც ფერადი ყვავილებითაა გაფორმებული საოცარ ბრწყინვალებას შემატებს ნებისმიერ სივრცეს და საგაზაფხულო ატმოსფეროს შექმნის. დეკორატიული აქსესუარი თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ძვირფასი საჩუქარი იქნება, რომელიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს სივრცეში და სასიამოვნო ემოციებს გამოიწვევს.