in

Wiggle Side Chair – მუყაოსგან შექმნილი სკამი გამორჩეული დიზაინით

Wiggle Side Chair 1972 წელს შექმნილი საკულტო დიზაინია, რომელიც ცნობილ არქიტექტორს – ფრენკ გერის ეკუთვნის. შეიძლება ითქვას, რომ სკამის მარტივმა აგებულებამ, სიმსუბუქემ და გამძლეობამ მსოფლიო შტურმით აიტაცა. არქიტექტორმა, რომელიც უცნაური ფორმების სიყვარულითა და უჩვეულო მასალის გამოყენებითაა ცნობილი, მუყაოს საშუალებით ავეჯის რამდენიმე მოდელი შექმნა და Easy Edges-ს კოლექციაში გააერთიანა, სწორედ ამ კოლექციის ნაწილია Wiggle Side Chair.

ეს განსხვავებული და ერთი შეხედვით, უჩვეულო სკამიც გერის შეუდარებელი ოსტატობისა და ექსპერიმენტებისადმი გატაცების წყალობით შეიქმნა.1960-იან წლებში, როდესაც მუყაო, როგორც მასალა, საკმაოდ პოპულარული გახდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სქელი ქაღალდი საკმარისად ძლიერი იქნებოდა საშუალო წონის ადამიანის ზეწოლის ასატანად. ეს იდეა ფრენკს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ოფისიდან გასვლისას მუყაოს გროვა დაინახა, რომელიც ნაგავსაყრელისთვის იყო გამზადებული. საბოლოო ჯამში, საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინის სისრულეში მოსაყვანად საკმარისი აღმოჩნდა მუყაო, დაახლოებით 60 ფენა ბოჭკოვანი დაფის კიდეებით.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ Wiggle Chair პირველივე წლებიდან წარმოუდგენლად პოპულარული იყო, სამი თვის შემდეგ გერიმ მისი წარმოება შეეწყვიტა, რადგან გაყიდვების ზრდამ ის სერიოზულად შეაშინა. ამის შემდეგ ფრენკი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის არქიტექტორი იყო და არა ავეჯის დიზაინერი და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებდა.

დღეს სკამის თავდაპირველ დიზაინს ავეჯის სახლი Vitra აწარმოებს და მისი ფასი საშუალოდ $1600-დან იწყება. იგი არა მხოლოდ ძალიან დახვეწილი მოდელია, არამედ ძალიან კომფორტული და გამძლეც გახლავთ და იდეალურად ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს მქრქალ ზედაპირს?

5 მთავარი შეცდომა ბინის შერჩევის პროცესში ახალაშენებულ კომპლექსში