in

გასული წლის ყველაზე პოპულარული პროექტები – Homeis.ge-ს მკითხველთა 5 რჩეული ინტერიერი

ინტერიერის დიზაინის მუდმივად განვითარებად სფეროში, სადაც შემოქმედებითი ხასიათი ფუნქციურობას ხვდება, ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა ინტერიერის დიზაინერების მიერ შექმნილი კონკრეტული პროექტები. ყოველი ასეთი ნამუშევარი არა მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებას გვიღვიძებს, არამედ ხშირად კარგი შთაგონების წყაროც ხდება, რომლის მიხედვითაც საკუთარი ინტერიერის შექმნა ან გადაკეთება ბევრად უფრო მარტივი და საინტერესოა. დღეს გასული წლის რამდენიმე რჩეულ პროექტს გაგიზიარებთ საქართველოდან, რომლებმაც მკითხველებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სახლი კიკეთში

ამ პროექტზე მუშაობისას მეპატრონეების მთავარი სურვილი ხასიათის შენარჩუნება და არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად ათვისება იყო. დიზაინერს უნდა შეექმნა მყუდრო სივრცე, რომელშიც თავს ყველა კომფორტულად იგრძნობდა. იმ მიზნით, რომ ექსტერიერსა და ინტერიერს შორის კავშირი არ დაკარგულიყო, პროექტში მრავლად გვხვდება დიდი ზომის ფანჯრები და მინის კედლები, საიდანაც კიკეთის ულამაზესი ბუნება მოჩანს და სივრცე ბუნებრივი შუქით ივსება.

პროექტი დეტალურად

ბინა უზნაძის ქუჩაზე

პროექტის მთავარ სირთულეს მისი გეგმარირება წარმოადგენდა. გარდა იმისა, რომ სივრცე შედარებით მცირეა, თითოეული ოთახი სტილისტურადაც ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუმცა, საბოლოო ჯამში, ფართი მაქსიმალურად იქნა ათვისებული, ინტერიერში კი დაემატა ისეთი შტრიხები, რომელიც მის ისტორიასა და სიძველეს უსვამს ხაზს, მაგალითად, კედლებზე დატოვებული აგურები და ხის აქცენტები.

პროექტი დეტალურად

ბინა ქეთევან დედოფლის ქუჩაზე

ამ ბინის საერთო ფართობი სულ რაღაც 30 მ2-ია და ის ახალაშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს. მცირე სივრციდან გამომდინარე, ინტერიერზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა ფუნქციური და მშვიდი საცხოვრებელის შექმნა გახდა, სადაც ქაოსური განწყობა არ შეიქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პატარა ფართობისა, ბინაში საცხოვრებლად აუცილებელი ყველა ფაქტორია გათვალისწინებული და ის სტანდარტულ ერგონომიულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

პროექტი დეტალურად

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე

ბინა, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, დიდი სივრცითა და მინიმალისტური სტილითაა გამორჩეული. მის მფლობელს სურდა, რომ ინტერიერს მისივე ინდივიდუალური ხასიათი გამოეხატა და გემოვნებასა და სტილისთვის გაესვა ხაზი. მთლიანობაში, ინტერიერი ძალიან ელეგანტური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მსუბუქი და ჰარმონიულია. მშვიდი და ნათელი ტონები დაბალანსებულია საინტერესო დიზაინ ელემენტებით.

პროექტი დეტალურად

ბინა რაზმაძის ქუჩაზე

საცხოვრებელი ვაკეში, ანდრია რაზმაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 178 მ2-ია. სახლი 1985 წელს არის აშენებული, რის გამოც მისი რემონტი გარდაუვალი გახდა, თუმცა მაქსიმალურად შენარჩუნდა ის დეტალები, რომლებიც სახლის ისტორიასა და წარსულს უსვამენ ხაზს, მათ შორის ყველაზე მეტად ხის პარკეტი გამოირჩევა. დამატებითი აქცენტებისა და ხასიათის შემოსატანად ინტერიერს მწვანე მცენარეები ამშვენებს, საბოლოო ჯამში კი თანამედროვე და ელეგანტური საცხოვრებელი შეიქმნა.

პროექტი დეტალურად

ერთ-სართულიანი სახლი ბუნებაში – beef architekti-ს პროექტი

„იდააფ არქიტექტორები“ 2024 წლის მილანის დიზაინის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას