in ,

ნანი ბრეგვაძის და ეკა მამალაძის საახალწლოდ მორთული სახლი

ფოტო: მარიამ ნაკანი
Banner M2
Banner M2

ფოტო: მარიამ ნაკანი

 

ნანი ბრეგვაძის სახლში მთელი წლის მანძილზე საუცხოო გარემო და საოცრად დადებითი აურა სუფევს. თუმცა, ახალი წლის დღეებში ეს სივრცე კიდევ უფრო ზღაპრული და ჯადოსნური ხდება.

ცნობილი მომღერლების ამ ოჯახში ესთეტიური სილამაზის აღქმა ხელოვნებადაა ქცეული და ეს სახლში შებიჯების პირველივე წამებიდან იგრძნობა.

2021 წლის დადგომას ეკა მამალაძე, ნანი ბრეგვაძე და ნატალია ქუთათელაძე განსაკუთრებული მოლოდინით ელიან. რამდენიმე დღეა, რაც სახლი საშობაო დეკორაციებით ააბრჭყვიალეს და ახლა ამ საოცარი სილამაზით ტკბებიან.

 

ოჯახის ოთხფეხა მეგობარი – “დინო” 


 

საახალწლო მორთულობის მთავარი ელემენტი უნიკალური ნაძვის ხეა, რომელიც ნანი ბრეგვაძემ დაახლოებით 12 წლის წინ შეიძინა საზღავრგარეთ. ის იმდენად განსაკთრებული და ძვირფასია მომღერლისთვის, რომ მისთვის თითოეული დეკორაციის შერჩევას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახის წევრები. “საახალწლო სათამაშოებს ძალიან ბევრი წელია ვაგროვებთ “ქალბატონი ნაძვის ხისთვის” და თითოეული მათგანი სხვადასხვა ქვეყანაშია შეძენილი”, – უყვება ნატალია ქუთათელაძე Homeis.ge-ს.

 

რა მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერის დიზაინს გასაქირავებელი ბინის მოწყობისას

ფოთლის ფორმის სახლი იაპონიაში