in

Ultrafragola – სარკე, რომელიც ქალის ფორმებს სასიამოვნოდ აცოცხლებს

Ultrafragola-ს სახელით ცნობილი სარკე 1970-იან წლებში გამოჩნდა. დიზაინი იტალიელ არქიტექტორს, Ettore Sottass-ს ეკუთვნის, რომელმაც ის მაღალი ხარისხის აკრილის პროფილისგან დაამზადა, ჩაშენებული ნეონის განათების გამოყენებით. სარკე მისაღებისა და საძინებლისთვის შექმნილ ავეჯის სერიას – Mobili Grigi-ს მიეკუთვნება.

ერთ დროს ეს ნივთი ეწინააღმდეგებოდა ფაქტობრივად ყველა იმ პრინციპს, რასაც მომხმარებლები დიზაინერებისგან ელოდნენ. ისინი შეჩვეულები იყვნენ ხის კონსტრუქციებსა და ნეიტრალურ ფერებს, რის ფონზეც Ultrafragola ნამდვილი რევოლუცია იყო.

ეს სარკე ქალებისთვის დამახასიათებელ ნაკვთებს აერთიანებს – ტალღოვან თმას და სხეულის ფორმებს, ყოველივე ეს კი ჩარჩოს უჩვეულო ფორმაში არის გაცოცხლებული. სარკიდან სხვადასხვა ფერის განათება მოჩანს და მკვეთრად იგრძნობა მოლურჯო, მომწვანო და მოვარდისფრო სინათლე.

სარკე ხელახლა გაცოცხლდა 2018 წელს, როდესაც ავეჯის კონსულტანტმა რაკელ კეირმა ის საკუთარ გამომწერებს აჩვენა სოციალურ ქსელებში და წარადგინა როგორც მისი პერსონალური გამოფენის “Raquel’s Dream House”-ის ნაწილი. შედეგად, სარკე მხატვარმა Katherine Bernhardt-მა იყიდა, შემდეგ ბელა ჰადიდმა და სხვა ძალიან ცნობილმა ადამიანებმა დაამატეს საკუთარ კოლექციაში.

Ultrafragola-ს რბილი, ნოსტალგიური ზედაპირი და ბზინვარება შესანიშნავად გამოიყურება ნებისმიერ ინტერიერში და ნამდვილად ამართლებს თითოეული მომხმარებლის მოლოდინს. სარკეს 1970 წლიდან დღემდე იტალიური ბრენდი Poltronova აწარმოებს და მისი ღირებულება დაახლოებით 10000 ევროს შეადგენს.

15 ადგილი სახლში, რომელთა გაწმენდაც ხშირად გვავიწყდება

ცხოვრება დაბალსართულიან კომპლექსში — 5 მთავარი უპირატესობა