in

რა უნდა გავითვალისწინოთ დეკორატიული რადიატორის შერჩევის პროცესში?

ბოლო დროს დეკორატიული რადიატორი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რასაც, პირველ რიგში, მისი ვიზუალური მონაცემები განაპირობებს. განსხვავებული სტილის რადიატორი მარტივად ერგება ნებისმიერ ინტერიერს და სივრცეში ელეგანტურ და საინტერესო განწყობას ქმნის. აღსანიშნავია, რომ გარდა სილამაზისა, კარგი ხარისხის დეკორატიული რადიატორი სითბოს გამოცემაზეც არის პასუხისმგებელი და სტანდარტულ რადიატორზე მხოლოდ 15-20%-ით ნაკლებ სითბოს გამოყოფს.

კერძო სახლისთვის ან ბინისთვის დეკორატიული რადიატორის არჩევა, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესია, თუმცა არჩევისას რამდენიმე ძირითადი პარამეტრი ნამდვილად უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, რადიატორი საიმედო და ეფექტური უნდა იყოს, დამატებით კი გამორჩეული გარეგნობა და დიზაინიც უნდა ჰქონდეს. შედეგად, ამ მოდელებს მონტაჟის შემდეგ შეუძლიათ არა მხოლოდ დამატებითი აქცენტების შემოტანა ინტერიერის დიზაინში, არამედ, უპირველესად, კომფორტული საცხოვრებელი პირობებისა და ტემპერატურის უზრუნველყოფა.

როგორია დეკორატიული რადიატორის ფუნქციური მახასიათებლები?

გასათვალისწინებელია, რომ სითბოს გავრცელება დეკორატიული რადიატორის შემთხვევაში რამდენიმე გზით ხდება: კონვექციით, თერმული გამოსხივებითა და თბოგამტარობით. როგორც წესი, დეკორატიული რადიატორი სითბოს დაახლოებით 70%-ს გამოყოფს, დანარჩენი 30% კი კონვექციისა და თბოგამტარობის გზით იფანტება.

ამ მხრივ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ბლოკის ან პანელის ტიპის მოდელების, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სწორედ მათი მაღალი ეფექტურობის გამო სარგებლობს.

რაც შეეხება წარმოების მასალას, ალუმინის მოდელებს შედარებით უკეთესი მახასიათებლები აქვთ, თუმცა ბაზარზე ვხვდებით თუჯის რადიატორების დიდ არჩევანსაც, რომელთა მთავარი უპირატესობაც სწორედ გამძლეობა და საიმედოობა და მომსახურების საშუალო ვადად 45-50 წელი მიიჩნევა.

თანამედროვე თუჯის რადიატორის მოდელები იწარმოება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და აქვთ მრავალი უპირატესობა, მაგალითად, ინერციის შედარებით უფრო მაღალი ხარისხი. მასალას აქვს სითბოს იდეალურად შენარჩუნების უნარი, ბატარეები კი საკმაოდ დიდხანს ძლებს.

თუმცა დღეს დეკორატიული რადიატორების უმეტესობა რბილი ფოლადისგანაა დამზადებული, რადგან ის საკმაოდ კარგად ათბობს ოთახს და მისი დამზადება იაფი ჯდება, ამიტომ მომხმარებლები ხშირად სწორედ ამ ტიპის რადიატორს ანიჭებენ უპირატესობას.

რა უნდა გაითვალისწინოთ დეკორატიული რადიატორის შეძენისას?

ვინაიდან ამ ტიპის რადიატორზე არჩევანს ძირითადად მისი გარეგნობის გამო აკეთებენ, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს მიმზიდველი და მოწესრიგებული გარეგნობა ჰქონდეს. ამას გარდა, აუცილებელია, რომ რადიატორის დამონტაჟების შემდეგ ჰაერის მიმოქცევა არ დაირღვეს და მონტაჟის პროცესი განხორციელდეს საიმედოდ. რაც შეეხება საწარმოო მასალას, ბაზარზე ყველაზე ხშირად არჩევანს უჟანგავ ფოლადზე და თუჯზე აკეთებენ.

ფორმის თვალსაზრისით, დეკორატიული რადიატორები კომპაქტურია. შეგიძლიათ როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად დაამონტაჟოთ სასურველ ადგილას, ასე რომ შეძენის პროცესში განსაზღვრული უნდა გქონდეთ ისიც, თუ რა სივრცეში და როგორ გსურთ რადიატორის დამონტაჟება.

ასე რომ, თუ თქვენ სახლისთვის დეკორატიული რადიატორის შეძენას გეგმავთ, მნიშვნელოვანია გათვალოთ თითოეული დეტალი, დაწყებული მისი დიზაინიდან, მონტაჟის სპეციფიკამდე, რათა საბოლოო შედეგი იყოს ეფექტური, მიმზიდველი და ეკონომიური.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

The Organic Chair – ლეგენდარული დიზაინერების თანამშრომლობით შექმნილი სკამი

მრგვალი ფორმებითა და ნეიტრალური ფერებით შექმნილი დიზაინი უნივერსიტეტის ქუჩაზე — „Wii Design Studio“-ის ნამუშევარი