in

საღებავი თუ შპალერი – რომლის გამოყენება სჯობს ახალ აშენებულ კორპუსში და რატომ?

IPS
IPS

ახალ აშენებულ სახლში გადასვლა საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი გამოცდილებაა. აქ ყოველი ოთახი ახალია და სიცოცხლით სავსე ატმოსფეროს ატარებს, თუმცა, მისი მოწყობის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაც არის საჭირო. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ახალ აშენებულ კორპუსში შპალერის გაკვრა არ არის რეკომენდებული და ამ შემთხვევაში მათი შეღებვა სჯობს. რამდენად მართალია ეს თეორია?

სინამდვილეში, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კორპუსს რამდენიმე წელი ვაცადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რადგან პროცესში კედლებს აუცილებლად გაუჩნდება მიკრობზარები. თითოეული ასეთი მიკრობზარი ხანდახან იმდენად მცირეა, რომ თვალისთვის შეუმჩნეველიც კი რჩება, თუმცა არის რიგი შემთხვევები, როდესაც ისინი კედლის იერსახეს მთლიანად ანადგურებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორპუსი საცხოვრებლად თითქმის ყველა დეტალს უზრუნველყოფს, მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მასალა აუცილებლად საჭიროებს დროს იმისთვის, რომ შეეგუოს გარემო პირობებს, ტემპერატურას, ცვლილებებსა და სხვა დეტალებს.

და მაინც, შეიძლება თუ არა შპალერის გაკვრა კედლებზე? ამ შეკითხვას საკმაოდ მარტივი პასუხი აქვს. ხშირ შემთხვევაში, ე.წ ფლიზელის ქაღალდის გამოყენება უკეთესიც კი არის. ფლიზელის შპალერი ქაღალდის შპალერის მსგავსია, მაგრამ შედგება ნაქსოვი მასალისგან, რომელიც, თავის მხრივ, შედგება პოლიესტერისა და ცელულოზის ბოჭკოებისგან. შედეგად, იგი უფრო გამძლეა მექანიკური დაზიანების, ტენიანობისა და სინათლის მიმართ და ახასიათებს წელვადობა. სწორედ წელვადი ტექსტურის ხარჯზე ახერხებს ის მიკრობზარების დაფარვას ისე, რომ კედელს დეფექტები არ ეტყობოდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კედლები აუცილებლად გაიჩენს მიკრობზარებს, რომელთა დაფარვაც ფლიზელინის დახმარებით ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია, ვიდრე საღებავის შემთხვევაში.

განსხვავებით შპალერისგან, საღებავი არ გამოირჩევა ამ ტიპის მახასიათებლით და როდესაც კედელი ბზარების გაჩენას დაიწყებს, დიდი ალბათობით, ამ ბზარების შემჩნევა თვალისთვის ძალიან მარტივი იქნება, რადგან კედელთან ერთად, საღებავის ფენაც დაზიანდება და დაიბზარება.

აქედან გამომდინარე, თუ ახალ აშენებულ კორპუსში რემონტს გეგმავთ, უმჯობესია კედლებზე სწორედ ფლიზელინის ქაღალდი გაიკრას, რომელიც, შესაძლოა, კორპუსის „დაჯდომის“ პერიოდში მცირედით დაზიანდეს, თუმცა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად, საღებავის გამოყენება.

“რესპუბლიკა” – „NOA Studio“-ს მიერ შექმნილი ახალი სიცოცხლე ქალაქის ცენტრში

მიტოვებული შენობის ახალი სიცოცხლე – Roldán Arquitectos-ს პროექტი მექსიკაში