in

„ABK“ — კერამიკული ფილების გამორჩეული იტალიური ბრენდი

თანამედროვე ინტერიერში კერამიკული ფილები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც მრავალფუნქციურია და ინტერიერსა თუ ექსტერიერში  აქტიურად გამოიყენება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სივრცეს მრავალფეროვანი, სახასიათო იერსახე შევძინოთ და ამასთანავე, კომფორტული, მოსახერხებელი და მარტივად მოსავლელი გარემო მოვაწყოთ, რომელიც ხანგრძლივად შეინარჩუნებს პირველად იერსახეს.

საერთაშორისო ბაზარზე კერამიკული ფილების დიდი არჩევანი გვხვდება, თუმცა ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს  იტალიური ბრენდის, „ABK“ პროდუქცია იკავებს, რომელშიც ნათლად იკითხება იტალიური დიზაინის დახვეწილი ესთეტიკა და მაღალი სტანდარტი.

იტალიური ბრენდის „ABK“-ს ისტორია 1992 წლიდან იწყება, რომლის თავდაპირველი კონცეფცია და მიზანი დღემდე უცვლელი რჩება. კომპანია დაარსების  დღიდან ფოკუსირებულია ინოვაციური დიზაინის, ხარისხიანი და მედეგი  ფილების წარმოებაზე,  რომლებიც მრავალფეროვანი  ფორმებით, ვიზუალით და მასალით ხასიათდება. მრავალმხრივი ასორტიმენტი, რომელიც განსხვავებული გემოვნების მქონე მომხმარებლებს თანაბრად აკმაყოფილებს, დახვეწილი ესთეტიკისა და ფუნქციურობის სინთეზით მიიღება, რის გამოც  „ABK“ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ ბრენდად სახელდება.

საერთაშორისო ბაზარზე „ABK“-ს პროდუქციას რამდენიმე უპირატესობა გამოარჩევს:

ხარისხი და სიმტკიცე — იტალია კერამიკული ფილების წარმოებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, ამიტომ იტალიური პროდუქცია ხარისხითა და დიზაინით ბევრად აღემატება სხვა უცხოურ ნაწარმს. შესაბამისად, „ABK“-ს ფილები უმაღლესი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით მზადდება. ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები და ტრადიციული ცოდნა ერთმანეთთან არის შერწყმული, რაც პროდუქციის გამძლეობას, სიმტკიცეს და მედეგობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ბრენდი თანამშრომლობს იტალიის წამყვან დიზაინერებთან, რომლებიც დეტალებზე აქცენტირებით უნიკალურ კოლექციებს ქმნიან.

მრავალფეროვანი ასორტიმენტი — „ABK“  მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, რომელიც როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მოსაპირკეთებლად არის გათვალისწინებული. კოლექციაში წარმოდგენილია ხის, ბუნებრივი ქვის, რეზინის, მეტალის, სხვადასხვა ფერის შპალერისა თუ ჟანგის ეფექტის მქონე კერამიკული ფილები, რომლებიც განსხვავებული ზომებით ხასიათდება. მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია როგორც მცირე, ისე დიდი ფორმატის მქონე მოდელების შერჩევა, რომლებიც სახასიათო შტრიხებს შესძენს სივრცეს და ნებისმიერი სტილის ინტერიერს ჰარმონიულად შეერწყმება.

ტექნოლოგიური სტანდარტები და კომფორტული გამოყენება — იტალიური ბრენდის პროდუქტი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება, რაც შესრულების ხარისხსა და იერსახეზე აისახება. პროდუქცია დეტალური დამუშავების შემდგომ რეტიფიცირების პროცესსაც გადის, რათა ფილების გვერდები ლაზერით სრულფასოვნად დამუშავდეს და ზედაპირის იდეალური სისწორე უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ, სივრცეში ერთიან, მთლიან წყობას განაპირობებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროდუქტი  ნესტისა თუ ტემპერატურის მიმართ მდგრადია და მარტივ მოვლას საჭიროებს, ამიტომ კომფორტული გამოსაყენებელია.

ეკოლოგიური სისუფთავე და ჯანსაღი გარემო —  „ABK“ იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. შესაბამისად, ბრენდის პროდუქციაში გამოყენებულია გადამუშავებული ნედლეული და ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რათა მდგრადი და ჯანსაღი გარემოს შექმნას ხელი შეუწყოს.

„ABK-ს მრავალფეროვანი ფილების შეძენა ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმში —  „Mosaics“-შია შესაძლებელი, რომელიც ერთ სივრცეში ექსკლუზიური ევროპული ბრენდების უმაღლესი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის პროდუქციას  აერთიანებს და ადგილობრივი მომხმარებლისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდულ პროდუქციას ხელმისაწვდომს ხდის.

 

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

9 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ორგანაიზერს შეიძენთ

ინტერიერის დიზაინის როლი არქიტექტურაში – გზამკვლევი დილეტანტებისთვის