სრულყოფილი დიზაინის შესაქმნელად მცირე ავეჯი და აქსესუარები გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან ისინი ბევრად ფუნქციურს, სახასიათოსა და ესთეტიკურად მიმზიდველს ხდის სივრცეს. სწორედ დიზაინობიექტებისა და მცირე დეკორატიული ნივთების დამატებით ეძლევა სახლს ინდივიდუალური შტრიხები და განსაკუთრებული იერსახე, რაც გამორჩეულ გარემოს, სიმყუდროვესა და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ავეჯისა და აქსესუარების შერჩევას დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან ისინი ზუსტად უნდა მიესადაგებოდეს ინტერიერს და ამასთანავე, ჩვენს ხასიათსა და გემოვნებას გამოხატავდეს. არჩევანის მრავალფეროვნებითა და ხარისხიანი, გამძლე პროდუქციით ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია — „კომფორტერი“ გამოირჩევა, რომელიც მომხმარებელს სასურველ დიზაინზე მორგებულ, განსხვავებული სტილის მოდელებს სთავაზობს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში „კომფორტერის“ კოლექციიდან Homeis.ge-ს რჩეულ პროდუქტებს გაგიზიარებთ.
1. წიგნების თარო
მინიმალისტური დიზაინის წიგნების თარო განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მისაღებ ოთახში და სივრცეს სადა, დახვეწილ შტრიხებს შესძენს. არასტანდარტული დიზაინის გამო, აღნიშნული მოდელი ინტერიერში ორიგინალურ აქცენტებს შექმნის და მას ბევრად უფრო გამორჩეულსა და სახასიათოს გახდის. წიგნებთან ერთად, თაროზე მცირე ზომის აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებსაც განალაგებთ, რითაც ოთახს უფრო ფუნქციურს გახდით და მას მრავალფეროვნებას შემატებთ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
2. სავარძელი ხის ელემენტებით
მისაღები ან საძინებელი ოთახისთვის იდეალური დანამატი იქნება ხის ელემენტების მქონე სავარძელი, რომელიც განსაკუთრებით მინიმალისტურ, სკანდინავიურ ან ბოჰოს სტილის ინტერიერს მოუხდება. ამ მოდელის გამორჩეულობა მის დიზაინშია, რაც სივრცეს განსაკუთრებულ დახვეწილობას, მიმზიდველობასა და სახასიათო ესთეტიკას შესძენს. ხის ელემენტებით მოპირკეთებული ყავისფერი სავარძელი ღია, პასტელურ ტონალობაში გადაწყვეტილ ოთახში კონტრასტულ აქცენტებს შექმნის, ამასთანავე, მისი რბილი და კომფორტული ტექსტურა პატარა სამკითხველოსაც დაამშვენებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
3. დეკორატიული სარკე
გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, სარკეს სივრცის ვიზუალის გასაზრდელად და დეკორატიული დანიშნულებით იყენებენ. მოცემული მოდელი ფერადი აქცენტებითა და გეომეტრიული ფორმებით, ძალიან კარგი საშუალებაა ოთახში მრავალფეროვნების შესატანად და სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად. იმ შემთხვევაში თუ უპირატესობას სადა და ნეიტრალურ ინტერიერს ანიჭებთ, სივრცის გამოსაცოცხლებლად ამგვარი მცირე ზომის ფერადი აქსესუარის დამატება უფრო ხალისიანი, ეფექტური და მიმზიდველი დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
4. ფერადი სკამი
ყველა თანხმდება იმაზე, რომ სკამი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი ელემენტია. თუმცა არსებობს ავეჯის სტანდარტული ან ორიგინალური დიზაინ მოდელები, რომლებიც ინტერიერს გამორჩეულსა და საინტერესოს ხდის. შესაბამისად, სრულფასოვანი, არასტანდარტული და ყველასგან გამორჩეული სივრცის შესაქმნელად ფერადი სკამების განთავსება სასადილო ან სამზარეულო ზონაში იდეალური გადაწყვეტილებაა. ქვემოთ ნაჩვენები ფერადი მოდელები ექსტერიერსაც დაამშვენებს და აივანსა თუ ტერასაზეც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომფორტული და მყუდრო კუთხის მოწყობაში.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
5. დეკორატიული ტუმბო-სათავსო
მრავალფუნქციური დეკორატიული ტუმბო-სათავსო რეტრო სტილის ესთეტიკას შესძენს თქვენს სივრცეს და მას ინდივიდუალურ ხასიათს მიანიჭებს. მოდელი, რომელიც ძველებურ ტელევიზორს მოგვაგონებს, სახლის ნებისმიერ ზონაში, მისაღებსა თუ საძინებელში, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. თავისი უნიკალური დიზაინისა და ფერადოვნების გამო ის დეკორატიულად გაამდიდრებს ინტერიერს, ამასთანავე კი საკმაოდ ტევად სათავსოს უზრუნველყოფს, სადაც წიგნებს, ჟურნალებსა თუ სხვა აქსესუარებს განათავსებთ. ამას გარდა, ეს მოდელი საწოლის ტუმბოს ფუნქციასაც შეითავსებს და ოთახს ესთეტიკურ მრავალფეროვნებას შემატებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
6. ყავის მაგიდა
ყავისფერი დახვეწილი დიზაინის მაგიდა თქვენს მისაღებ ოთახში მომხიბვლელი დანამატი იქნება, რომელიც ძალიან პრაქტიკულ და მოსახერხებელ ადგილს შეგიქმნით. სადა, მინიმალისტური დიზაინის მოდელი განსაკუთრებით მოუხდება ტელევიზორის კუთხეს და რბილ და კომფორტულ ტახტს. ამასთანავე, მუქი ხისფერი ტონალობით კონტრასტულ ჩანართებს შექმნის და სივრცეში “სითბოს” ელემენტს შემოიტანს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
შეგახსენებთ, რომ ამ და სხვა სახასიათო ესთეტიკის მქონე მოდელების შეძენა შესაძლებელია „კომფორტერის“ შოურუმში, სადაც აქსესუარებისა თუ მცირე ავეჯის მრავალფეროვანი, დახვეწილი და საინტერესო არჩევანი დაგხვდებათ. მომხმარებელს პროდუქციის დათვალიერება კი თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-ში შეეძლება.