ტროპიკული ყვავილები მუდამ დიდი პოპულარობით სარგებლობენ დახვეწილი და გამორჩეული ვიზუალის გამო. ასეთი მცენარე ბაღში თვალისმომჭრელ ფერს, მიმზიდველ სურნელსა და იშვიათ სილამაზეს აღვიძებს. ამას გარდა, ისინი იდეალურად ერგებიან შიდა სივრცეებს და არა მხოლოდ ლამაზი ფერთა და სურნელით გვანებივრებენ, არამედ ჰაერის ხარისხსაც აუმჯობესებენ.
თუმცა, სანამ ასეთ ყვავილზე გააკეთებდეთ არჩევანს, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თითოეულ მათგანს მოვლის განსაკუთრებული წესი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ თუ გსურთ, რომ თქვენი მცენარე ჯანსაღად და ბედნიერად გამოიყურებოდეს.
როგორ მოვუაროთ ტროპიკულ ყვავილებს?
პირველ რიგში, განიხილეთ სინათლის რაოდენობა და საჭიროება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განსაზღვროთ სად დატოვებთ ყვავილს – სახლის შიდა სივრცეში თუ ბაღში ან აივანზე. ამას გარდა, ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ წინასწარ შეარჩიოთ ისეთი ჯიში, რომელიც ყველაზე კარგად შეეფერება თქვენს საცხოვრებელს.
შემდეგი ნაბიჯი ტემპერატურის განსაზღვრაა. მცენარეს შეიძლება მოუწიოს სახლში დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ გარეთ ტემპერატურა არ არის რეგულირებული, მერყეობს ან ეცემა დღისა და ღამის გარკვეულ მონაკვეთებში.
გაითვალისწინეთ, რომ ტროპიკული მცენარე დალპება თუ მას საჭიროზე მეტად მორწყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ტროპიკული ყვავილი ტენიანობას საჭიროებს, მნიშვნელოვანია, რომ მათი მორწყვის რეჟიმი და მეთოდი ზუსტად შეისწავლოთ სხვადასხვა დაავადებებისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ნებისმიერი სხვა მცენარის მსგავსად, ტროპიკულ მცენარეებსაც ესაჭიროებათ ნიადაგის საკვები ნივთიერებები, თუმცა ყველა ნიადაგი ერთი შემადგენლობის არ არის და საჭიროა, შეარჩიოთ უშუალოდ თქვენი ყვავილის ჯიშზე მორგებული მიწა, რომელიც შეძლებს მას ზრდისთვის საჭირო საკვები მიაწოდოს.
რომელი ჯიშები სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით ტროპიკულ ყვავილებს შორის?
ორქიდეა
ორქიდეები მიეკუთვნება ერთ-ერთ უდიდეს მცენარეთა ოჯახს დედამიწაზე: მეცნიერებმა მათი 25000-ზე მეტი ჯიში აღმოაჩინეს. მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მათი მოვლის წესებიც განსხვავებულია. თუ ყვავილი იზრდება შენობაში, ის ნოტიო ადგილას უნდა მოთავსდეს, როგორიცაა სამზარეულო ან აბაზანა და მოშორებით უნდა იყოს ფანჯრებისა და სავენტილაციო ხვრელებისაგან, რომლებიც ასხივებენ მშრალ ჰაერს.
ანტურიუმი
ასევე ცნობილია როგორც ფლამინგოს ყვავილი და აქვს აბრეშუმის მდიდრული, მბზინავი იერი. ტექსტურიდან და პიგმენტიდან გამომდინარე, იგი შენობის შიგნით უნდა გაიზარდოს. ორქიდეების მსგავსად, უყვარს თბილი, ნოტიო ჰაერი, მზის არაპირდაპირი შუქი და კარგი დრენაჟი.
ჰიბისკუსი
ეს ყვავილი საკმაოდ ადვილად მოსავლელია და დაგეხმარებათ ეზოში პეპლებისა და ჩიტების მოზიდვაში. იგი ყოველთვის საკმაოდ საინტერესოდ გამოიყენება როგორც ბაღსა და აივანზე, ასევე სახლის ინტერიერშიც.
ჟასმინი
მცენარე შესანიშნავი გზაა სახლში სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად. ეს მომხიბლავი ყვავილი ახერხებს სახლსა და ეზოში ჩაის სასიამოვნო სურნელის გავრცელებას, მისი ყვავილების გამოყენება კი შესაძლებელია დამამშვიდებელი ჩაის დასამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ ჟასმინს სჭირდება მზის შუქი და კარგი ტენიანობა.
სტრელიცია
ყვავილს აქვს კაშკაშა ლურჯი და ნარინჯისფერი შეხედულება, რომელიც ფრინველს წააგავს. სტრელიცია შესანიშნავი დამატებაა ნებისმიერი ბაღისთვის. მისი გრძელი, წვეტიანი ფოთლები თვალისმომჭრელ ფერსა და ტექსტურას ქმნის. აღსანიშნავია, რომ მცენარეს არ უყვარს ქარი და შინაური ცხოველები.
მედინილა
მედინილა ცნობილია როგორც „ვარდისფერი ქალწული“ და გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მისი მომხიბვლელი ყვავილები ისეთი ლამაზი და არომატულია, რომ მნახველის ყურადღებას უმალვე იპყრობს. უნიკალურ ფორმას ახასიათებს ყურძნის მსგავსი ბუჩქები, ან მტევნების მსგავსი ყვავილი.
კანა
კანას ყვავილი მრავალწლიანია, რაც იმას ნიშნავს რომ შესაფერისია ნიადაგის სხვადასხვა ტიპებისთვისაც. მცენარე არ არის პრეტენზიული, თუმცა სჭირდება მიწა, რომელიც წყლით კარგად არის გაჟღენთილი. ამასთან, ყვავილი სწრაფად მზარდია, რაც მას კიდევ უფრო სასურველსა და პოპულარულს ხდის.
პლუმერია
ეს მცენარე ჰავაიდან მოდის და გვთავაზობს არომატულ, პატარა ბუჩქებს, საიდანაც წარმოიქმნება იდეალური სურნელი და ძალიან დახვეწილი, თეთრი, წითელი და ვარდისფერი ყვავილები.
პროტეა
პროტეას ათასზე მეტი განსხვავებული სახეობა აქვს. ყვავილი ძალიან დახვეწილია და მდგრადია სიცივის მიმართაც. იგი განკუთვნილია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სურს მეტი ვიზუალური მრავალფეროვნება ბაღში. გაითვალისწინეთ, რომ მისი ნექტარი ტოქსიკურია ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის.
კლივია
კლივია მშვიდად იზრდება ისეთ სივრცეებშიც, სადაც განათება შედარებით დაბალია. ყვავილი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, რადგან მისი მოვლა საკმაოდ მარტივია.