in

სწრაფი და სასიამოვნო რემონტი – მითი თუ რეალობა?

IPS
IPS

როგორც არ უნდა ვიზრუნოთ სახლსა თუ ბინაზე, გარკვეულ ეტაპზე რემონტის საჭიროება აუცილებლად დგება. ხშირად ადამიანები, ეკონომიის მიზნით, არჩევენ ინდივიდუალური ხელოსნების მოძიებას, რაც შეუძლებელს ხდის მათი ცოდნისა და კომპეტენციის გადამოწმებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ვიღებთ ვადების უგულებელყოფას და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს. ეს კი, თავის მხრივ, აისახება არა მხოლოდ ჩვენს ფინანსებზე, არამედ დროსა და ემოციურ მდგომარეობაზე. ასეთი შემთხვევების სიმრავლის გამო მიჩნეულია, რომ ნებისმიერი რემონტი იწელება დროში და არის ძალიან დიდი დისკომფორტის გამომწვევი. რამდენად მართალია ეს მოსაზრება? დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

როდესაც რემონტის გაკეთებას დახმარების გარეშე ვიწყებთ ან საქმეს ჩვენ მიერ მოძიებულ ხელოსნებს ვანდობთ, გამოუცდელობისა და საქმის არცოდნის გამო, საკმაოდ რთულია პროფესიონალი ხელოსნის პოვნა. შედეგად ვაწყდებით რიგ პრობლემებს, რომელთა გამოსწორებაც დროში ორჯერ უფრო გაწელილ რემონტს და ორმაგ ხარჯებს ნიშნავს.

არაკომპეტენტური კადრები – საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს ბაზარზე კომპეტენტური ხელოსნის მოძიება საკმაოდ რთული და ხშირად შეუძლებელიც კი არის. დაბალი კვალიფიკაციის მქონე ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო კი დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს და რემონტის ხელახალი გაკეთების საჭიროებას აჩენს.

ვადის გადაცილება – კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მიერ დაქირავებული კადრები საკმაოდ გულგრილად უდგებიან ვადების დაცვის პროცესს. როდესაც სახლში სარემონტო სამუშაოებს ვიწყებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რემონტი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს, თუმცა ხელოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი მათ მიერ შესრულებული საქმეა, რის გამოც შეიძლება ვადის გადაცილების საკითხს ნაკლები ყურადღება მიექცეს.

კონტროლის ბერკეტის არარსებობა – როდესაც ხელოსანს სარემონტო სამუშაოებზე ინდივიდუალურად ვუთანხმდებით, მათთან მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რის გამოც არ გაგვაჩნია არანაირი ბერკეტი იმ შემთხვევაში, თუ იგი საქმეს დროულად ვერ შეასრულებს ან შესრულებული საქმე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება.

გაუთვალისწინებელი ხარჯები – როგორც წესი, როდესაც ხელოსანი სამუშაოს იწყებს, მას გარკვეული სახის მასალა სჭირდება, რომელთა ხარჯებიც შესაძლოა იმაზე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული. ზოგიერთ შემთხვევაში სახლის მეპატრონეები თავად ადგენენ ხელოსნის მიერ მიწოდებულ სიას და თავადვე ზრუნავენ მასალის შეძენაზე, რაც პროცესს კიდევ უფრო დამღლელსა და არასასიამოვნოს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ სარემონტო სამუშაოებამდე მაცხოვრებელს გააზრებული ჰქონდეს მაქსიმალურად მიახლოებული ხარჯები, რათა მომავალში გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეექმნას.

ამ სახის პრობლემებიდან გამომდინარე, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სწრაფი და სასიამოვნო რემონტი მხოლოდ მითია და მაქსიმალურად ერიდებიან სახლსა თუ ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყებას. მართლაც, კომპეტენტური კადრების პოვნა ხანგრძლივი და არასასიამოვნო პროცესია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბაზარზე უკვე საკმაოდ ბევრი სარემონტო კომპანია არსებობს. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან თანამშრომლობა კი დაგარწმუნებთ, რომ რემონტი შესაძლოა ძალიან ხანმოკლე და სასიამოვნოც იყოს.

ამ მხრივ არჩევანი დიდია. თუმცა, ქართულ ბაზარზე შორის მოწინავე პოზიციას T-Studio იკავებს, რომლის მიზანია მშენებლობასთან და რემონტთან დაკავშირებული რთული, გრძელვადიანი პროცესები მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს და უმაღლესი ხარისხის კომფორტული მომსახურება შესთავაზოს, რაც მთავარია, ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით. ამასთან, კომპანიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია სამუშაოების გეგმაზე და ზუსტად იცის, როგორ მიმდინარეობის თითოეული ეტაპი, რაც პროცესს კიდევ უფრო კომფორტულსა და საინტერესოს ხდის.

T-Studio-ს გუნდი წინასწარ გვთავაზობს ხარჯთაღრიცხვის ანალიზს, რაც გვაძლევს საშუალებას რემონტისთვის გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად ზუსტად განვსაზღვროთ და თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. ამასთან, მათ კარგად აქვთ გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტული მომსახურება და მომხმარებელს მაქსიმალურად მოსახერხებელ გარემოს უქმნიან, სადაც მას აღარ უწევს მასალის საყიდლად სიარული ან უშუალოდ ხელოსნებთან ურთიერთობა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალ სარემონტო ჯგუფთან მომხმარებელს აკავშირებს წინასწარ შედგენილი კონტრაქტიც, სადაც მკაფიოდაა ხაზგასმული ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, სარემონტო ვადები, თანხები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელს გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწრაფი და სასიამოვნო რემონტი მითი ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში უმთავრესი პროფესიონალური, გამოცდილი კომპანიის შერჩევაა, რაც მშვიდი და სწრაფი რემონტის გარანტიაა.

[R]

ვინტაჟური სააბაზანოს ნიჟარა – რამდენად ღირს მასში ინვესტირება?

6 მაღაზია საქართველოში, სადაც მოლდინგების შეძენას შეძლებთ