in

6 მარტივი გზა პრაქტიკული და თანამედროვე სამზარეულოს მოსაწყობად

სამზარეულო სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც დროის ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ. ის ასევე წარმოადგენს სახლის ცენტრსაც, რომელიც აერთიანებს ოჯახსა და მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გვსურს, მას ხასიათი და სითბო შევმატოთ. შესაბამისად, ფერებისა და ტექნიკის გარდა, მნიშვნელოვანია მასალის სწორად შერჩევა და მოპირკეთებაც, რამაც შეიძლება მარტივი და სადა სამზარეულო ძალიან საინტერესოდ შეცვალოს.

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს იმისთვის, რომ თქვენი სამზარეულო თანამედროვე ტენდენციების მიხედვით მოაწყოთ და მას განსაკუთრებული ხიბლი შესძინოთ.

დაამატეთ ფერადი მარმარილო

ფერადი მარმარილო 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ტენდენციაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება სამზარეულოსა და აბაზანას. ეს ტენდენცია გულისხმობს 1980-იანი წლების რენესანსის სტილის დაბრუნებას. ამ ტიპის მასალა და ფერადი ტონი განსაკუთრებით კარგად ერწყმის ოქროსფერ ტექნიკას.

მარმარილოს უნიკალური ნიმუში ინტერიერს სიღრმესა და ხასიათს მატებს, ქმნის ვიზუალურ ფოკუსს, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამაღლებს ოთახის ატმოსფეროს. მისი პოპულარობა მომდინარეობს უნარიდან, რომ აღძრას მხიარულობისა და დახვეწილობის განწყობა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ვარდისფერი მარმარილო, რომელიც ნეიტრალურ ტონად ითვლება და ქმნის სადა ფონს ინტერიერში.

გამოიყენეთ შავი ფერი

რაც შეეხება ფერს, სამზარეულოების უმეტესობაში თეთრი, კრემისფერი ან ხის ტონები ჭარბობს. უმრავლესობა ერიდება შავი ფერის გამოყენებას, რადგან ის საკმაოდ სარისკო და თამამი გადაწყვეტილებაა. სინამდვილეში, შავი სამზარეულო ძალიან ღრმა, ელეგანტური და დახვეწილია. ამას გარდა, შავი ხელს უწყობს ნაკაწრების და დაზიანებების დამალვას.

როდესაც სახლის მფლობელებს სურთ სამზარეულოს დიზაინში გლამურისა და კლასიკური შეგრძნების დამატება, ინტერიერის დიზაინები მათ სწორედ შავი ფერის გამოყენებას ურჩევენ, რადგან ასეთი სამზარეულო არის თამამი, ლამაზი და ძალიან ელეგანტური.

შეარჩიეთ იატაკის საფარი

იატაკის საფარი სამზარეულოში მყუდრო ელფერს იძლევა, რაც ოთახს თბილსა და მეგობრულს ხდის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მსუბუქი და ჰაეროვანი ფერის კერამიკული ფილების გამოყენება, მაგალითად, კრემისფერ ან ცისფერ ტონალობებში. იმისთვის რომ იატაკი გამორჩეული და საინტერესო იყოს, კედლებისთვის სადა და მშვიდი ტონი შეარჩიეთ, რომელიც სივრცეში ერთგვარ მსუბუქ ფონს შექმნის.

განიხილეთ სამზარეულოს კუნძული

სამზარეულოს კუნძული შეიძლება ძალიან ელეგანტური და შთამბეჭდავი დამატება აღმოჩნდეს. ასეთი დიზაინი მასალისა და კომბინაციის დახმარებით ვიზუალურ სიმდიდრეს ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა მარმარილოს მასალით მოპირკეთებული კუნძული, რომლის თითოეული ელემენტი ჰარმონიულად და გააზრებულად ეხამება ინტერიერს.

ეს სკულპტურული კუნძული ქმნის იდეალურ გარემოს კულინარიისთვის და ოჯახური შეკრებებისთვის, სადაც ელეგანტური კონტურები ხელს უწყობს მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნას.

განათავსეთ ღვინის კოლექცია

ღვინისთვის ცალკე ოთახის გამოყოფა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ყველაზე ძვირადღირებული ბოთლების სამზარეულოში განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ერთ კედელს თაროების მოსაწყობად გამოიყენებთ. ამ გზით სამზარეულო კიდევ უფრო ეფექტური და დახვეწილი ხდება.

შეიძინეთ სამზარეულოს ხალიჩა

სამზარეულოს ხალიჩა შესაძლოა არაპრაქტიკულად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს თანამედროვე ტენდენციებში. ბუნებრივი ქსოვილის ნაქსოვი ხალიჩა იდეალურად გამოიყურება ნებისმიერი სტილის იატაკის საფარზე. შესაბამისი ქსოვილების შერჩევით კი ის არის გამძლე და ძალიან კომფორტული.

ხალიჩა სამზარეულოს უფრო თანამედროვე და მიმზიდველ იერსახეს მისცემს. ხოლო იმისთვის, რომ მისი გაწმენდა უფრო მარტივი იყოს, დიზაინერები გვირჩევენ მიკრობოჭკოვანი ქსოვილის გამოყენებას.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ბუნებრივი მასალებით შექმნილი ინტერიერი ჯავახიშვილის ქუჩაზე — ქეთა დონაძის ნამუშევარი

ტრადიციულ სტილში მოწყობილი კოტეჯი შვედეთში