წითელი ინტენსიური და ძალიან დახვეწილი ფერია, თუმცა ამავდროულად საკმაოდ მკვეთრი და თამამიც. აბაზანაში წითელი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საერთო ფონი ინტერიერისთვის ან აქცენტი, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის ავეჯისა და ტექნიკის ფერებთან. საერთო განწყობის შესაქმნელად შესანიშნავი გზაა წითელი ფერის კერამიკული ფილების შერჩევა, ან კედლების მოხატვა. აღსანიშნავია, რომ სააბაზანოში ამ ტონს იშვიათად იყენებენ, რადგან ის ენერგიასთან ასოცირდება და მიიჩნევა, რომ მისი გამოყენებით მშვიდი და კომფორტული ატმოსფეროს შექმნა საკმაოდ რთულია.
მიუხედავად ამისა, მკვეთრი წითელი გვეხმარება გამორჩეული და ელეგანტური სააბაზანო სივრცის მოწყობაში. თუმცა, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, როდესაც წითელი აბაზანაში დომინანტურ როლს თამაშობს, შეგიძლიათ ის აქსესუარების სახით დაამატოთ – შეიძინოთ წითელი პირსახოცები, ქოთნები, ლარნაკები და სხვა. ამ ფერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ თვალშისაცემი ვიზუალური თვისებების წყალობით, საკმარისია მისი მხოლოდ პატარა დეტალების სახით დამატებაც კი. მაგალითად, მუქი წითელი ონკანი ნაცრისფერ აბაზანაში საკმარისია იმისთვის, რომ ოთახში შესვლისთანავე პირველი სწორედ ონკანი მოგვხვდეს თვალში. აქედან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რეალურ პროექტს გაგიზიარებთ იმისთვის, რომ მკვეთრი წითელი ფერის სააბაზანოს ინტერიერში დამატება თქვენთვის მარტივი და სასიამოვნო პროცესი გახდეს.
რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი