in

5 ფერი, რომელთა გამოყენება საბავშვო ოთახში რეკომენდებული არ არის

თუ თქვენი შვილისთვის ოთახის მოწყობის პროცესში ხართ, უამრავი ფაქტორი და დეტალი გაქვთ გასათვალისწინებელი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფერების სწორად შერჩევაა. როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ საღებავებზე, როგორც სივრცის გაფორმებისა და განათების გზებზე, მაგრამ ცნობილია, რომ ფერებს შეუძლიათ როგორც ბავშვის დამშვიდება და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ასევე გაღიზიანება და ყურადღების გაფანტვაც.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ბავშვი განსხვავებულია და ეს განზოგადებები ყველას არ ეხება. თუმცა, არსებობს რამდენიმე უნივერსალური რეკომენდაცია, რომლელთა გათვალისწინებას ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ.

ფერთა ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს ადამიანის გონებაზე. თითოეულ ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, რომელიც მრავალი ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება. ბავშვის ოთახის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ 5 ძირითადი ფაქტორი – ძილი, თამაში, განლაგება, ფერი და მეცადინეობის პროცესი. ეს ოთახი სავსე უნდა იყოს ფერებით, თუმცა, სწორად შერჩეული ტონებით, რათა წარმოქმნილი ანარეკლები არ იყოს ზედმეტად მკვეთრი და თვალისთვის გამაღიზიანებელი. დღევანდელ სტატიაში იმ ფერებზე ვისაუბრებთ, რომელთა გამოყენებასაც ინტერიერის დიზაინერები და ფსიქოლოგები ბავშვების ოთახში არ გვირჩევენ.

იისფერი

კაშკაშა და მკვეთრი იისფერი გამოირჩევა მაღალი ენერგეტიკული ეფექტით, გვინარჩუნებს სიფხიზლეს და ოთახს ნაკლებად მშვიდსა და მყუდროს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტონი მშვენივრად გამოიყურება როგორც დეკორი, პატარა ბავშვის საძინებელში შეიძლება უძილობისა და აგრესიულობის გამომწვევი მთავარი მიზეზი გახდეს.

იისფერს აქვს უფრო მოკლე ტალღის სიგრძე, რომელიც დასვენების ნაცვლად ტვინს აღვიძებს. თუმცა, თუ თქვენ ამ ფერის გამოყენება მაინც გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ შედარებით მშვიდი და სადა ტონი, როგორიცაა რბილი ლავანდისფერი.

წითელი

როგორც წესი, წითელი არის ფერი, რომელიც სივრცეში მარტივად დომინირებს და იწვევს ძალაუფლებისა და ენერგიის შეგრძნებას. მაგრამ არა მხოლოდ წითელი, არამედ მისი განსხვავებული ტონებიც არასასურველი არჩევანია როდესაც საქმე ბავშვების ოთახს ეხება. მაგალითად, ნარინჯისფერმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, იმედგაცრუება და დეპრესიაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ფანტასტიკური ფერია ბავშვთა საძინებლებისთვის, გამოიყენეთ იგი ზომიერად, მაგალითად, დაამატეთ სხვადასხვა აქსესუარების სახით, როგორიცაა ბალიშები ან კედლის ნახატები. სხვა შემთხვევაში, წითელი გააკეთებს ზუსტად იმის საპირისპიროს, რაც თქვენი შვილების საძინებელში გსურთ.

ელექტრო ფერები

იგივე ნეონის ან მკვეთრი მანათობელი ფერები საკმაოდ მხიარულად და სახალისოდ გამოიყურება, მაგრამ თითოეული ასეთი ფერი შეიძლება იყოს ძალიან დამღლელი როგორც თვალებისთვის, ასევე გონებისთვისაც. თუ თქვენ მსგავსი ფერების გამოყენება გსურთ, სჯობს შეარჩიოთ მათი შედარებით თბილი და ნეიტრალური ტონები. ყვითლის და მკვეთრი ვარდისფერის მსგავსი ფერები ძალიან ენერგიულია, ასტიმულირებს მადას, მაგრამ ღლის თვალს და ქმნის აჟიოტაჟს.

ვარდისფერი

ვარდისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი ტონები ძალიან უხდება ერთმანეთს და შეგიძლიათ ისინი აქცენტების სახით დაამატოთ, მაგრამ რაც შეეხება კედლებსა და დომინანტურ ფერებს, ვარდისფერს ბავშვების საძინებელში უნდა მოერიდოთ.

რბილი და ჰაეროვანი ფერები უფრო მომგებიანია, როცა საქმე დასვენებასა და ძილს ეხება, ასე რომ, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდეთ ნათელ და ძლიერ ვარდისფერს. ვარდისფერის კარგი ჩანაცვლებაა ღია ნაცრისფერი ტონი, ის იკითხება როგორც ნეიტრალური ტონი.

ყვითელი

ყვითელი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფერი გენდერულად ნეიტრალური საბავშვო საძინებლისთვის და ჩვეულებრივ, ასოცირდება ბედნიერების გრძნობასთან. ბევრი ფსიქოლოგიური კვლევა მიუთითებს, რომ ეს ფერი არის ნათელი და ხალისიანი და იდეალურია მოტივაციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ითვლება, რომ ყვითელის რბილი ან ღრმა ტონები ხელს უწყობს კონცენტრაციას.

თუმცა, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ გრილი და მკვეთრი ყვითლის დიდი დოზით გამოყენებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს გონების აგზნება და ბრაზი. მის ნცვლად სცადეთ კრემისფრის მსგავსი ტონი, რომელიც ოთახში სასიამოვნო კონტრასტს შექმნის. მკვეთრი ყვითელის კარგი ჩანაცვლებაა “ჭუჭყიანი ყვითელი” ან ღია ოქროსფერი.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბუნებასთან სიახლოვის განცდით შექმნილი ბინა კრწანისში — „Kere Design“-ის ნამუშევარი

თანამედროვე მინიმალისტური სტილის ბინა პარიზში