ხმაურიანი მეზობლები განსაკუთრებით დიდი ტკივილია კორპუსის მაცხოვრებელთათვის. თუმცა თანამედროვე მასალების მეშვეობით მომაბეზრებელი ხმების მნიშვნელოვანი წილის ჩახშობაა შესაძლებელი. დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ზოგიერთი საიზოლაციო მასალა, რომელიც თქვენს ბინაში წყნარი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.
მინერალური ბამბა
მაღალი ხმის ჩამხშობი უნარით გამოირჩევა. მას სხვადასხვა ხმაურის სიმძლავრე 95 %-ით შეუძლია დაწიოს. ამასთან მინერალური ბამბა საკმაოდ რთული დასამონტაჟებელია და მცირე მოცულობის სივრცეებისთვის არ გამოდგება. დაფარვის დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია არ დარჩეს ღიობები და შეუვსებელი სივრცეები.
ძლიერი მხარეები:
- ცეცხლგამძლე;
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ზედაპირისათვის: კედელი, იატაკი, ჭერი;
- ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი.
სუსტი მხარეები:
- არ არის რეკომენდირებული მაღალი ნესტიანობის შენობებში;
- საჭიროებს რამდენიმე ფენად დაგებას;
- რთულია მონტაჟი: მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს მასალის სწორ შეერთებას.
კორპის საფარები
ბინის ხმის საიზოლაციო ერთ ერთი თანამედროვე მასალაა.
ძლიერი მხარეები:
- ნესტგამძლე;
- ფერთა დიდი არჩევანი;
- ეკოლოგიურობა;
- ანტისტატიკურობა;
- სოკოებისადმი მედეგობა.
სუსტი მხარეები:
- მაღალი ფასი;
- ადვილად აალებადია;
- მყიფეა;
- სინათლისადმი მგრძნობიარეა;
- დამონტაჟებას სჭირდება დიდი დრო.
“პოლიურეტანის” ქაფი
ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მასალაა. ის ზედაპირზე მჭიდროდ განთავსების უნარით გამოირჩევა.
ძლიერი მხარეები:
- ცეცხლგამძლე;
- ეკოლოგიურად სუფთა;
- ნესტგამძლე;
- არ ურთიერთქმედებს მჟავასთან და ტუტესთან;
- მსუბუქი;
- ექსპლუტაციის დიდი პერიოდი.
სუსტი მხარეები:
- შეიძლება გახუნდეს;
- შესაძლებელია მხოლოდ მშრალ და თბილ ზედაპირზე დატანა;
- დროთა განმავლობაში მუქდება.
“იზოპლატის” ფილები
ნატურალური ხის ბოჭკოების საფუძველზე დამზადებული მასალა. ფილის ზომები 2,7 X 1,2 მეტრია და მონტაჟისთვის ძალიან მოხერხებულია. მას რბილი ზედაპირი აქვს, რაც მის ზედაპირზე განთავსებას კომფორტულს ხდის.
ძლიერი მხარეები:
- ეკოლოგიურად სუფთაა;
- ზრდის ზედაპირის სიმტკიცეს;
- გამძლეა;
- ადვილი დასამონტაჟებელია;
- შესაძლებელია ჩვეულებრივი დანით დაჭრა.
სუსტი მხარეები:
- მაღალი ფასი;
- იშვიათია;
- ეშინია ნესტის.
“კრაფტის” ფილები
ძალიან მარტივიდ მონტაჟდება კედლის ზედაპირზე დაწებების გზით. ხმის იზოლაციის ეს ტიპი წარმოადგენს თხელ ფილებს, რომელიც გამაგრებულია ხის ბოჭკოვანი მასალით. მისი ხმის მდგრადობა 23 დეციბელის ჩახშობის საშუალებას იძლევა, ხოლო თხელი ფენა შენობის ფართს ზოგავს.
ძლიერი მხარეები:
- სიმსუბუქე;
- მაღალი სიმკვრივე;
- მისაღები ფასი;
- მარტივი მონტაჟი;
- გამოყენებაში მოხერხებული;
- ეკოლოგიურად სუფთა.
სუსტი მხარეები:
- არაა ნესტგამძლე;
- ადვილად აალებადია;
- ეტანებიან მღრღნელები.