მექსიკაში, “Plaza Grande”-დან და “Parque de San Juan”-დან რამდენიმე კვარტალში, მერიდას ისტორიულ ცენტრში, იუკატანში, მდებარეობს ეს არქიტექტურული ნიმუში, რომელიც აშენებულია XIX საუკუნით დათარიღებული კოლონიური სახლის ნანგრევებზე. შენობის ფართობი 665 კვადრატული მეტრია და მისი რესტავრაცია 2022 წელს დასრულდა.
Casa Lohr წარმოადგენს ურთიერთობას ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის და იყენებს წარსულში არსებულ არქიტექტურულ სტილსა თუ ელემენტებს, რომლებიც მოითხოვენ ახალი ტექნოლოგიების დამატებასა და თანამედროვე მასალის გამოყენებას.
საწყის ეტაპზე, სივრცის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო არქიტექტურული პროექტის შექმნა არსებული პირობების მიხედვით. სივრცე შესვლისთანავე იგრძნობა ისტორიული ფონი და წარსული, რაც ამ სახლს განსაკუთრებულ ხიბლსა და განწყობას მატებს.
სახლის წინა ნაწილში განთავსებულია მთავარი მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი და სამზარეულო.
გადახურულ ტერასაზე ყველაზე უკეთ იგრძნობა შენობის ასაკი და ისტორია. ეს სივრცე მოიცავს ულამაზეს ეზოსა და აუზს, რაც პროექტის თანამედროვე დეტალებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მთავარი ოთახი განლაგებულია უკანა მხარეს, მის ფასადზე შემორჩენილია წინა საუკუნეების წარწერები და თაღები. ეზო და გარე ჯაკუზი კი ქმნის სასიამოვნო მთლიანობას გარშემო არსებულ ბუნებასთან.
მასალის სახით გამოყენებულია თეთრი ცემენტი, ამავე ტერიტორიიდან ამოღებული ქვა, კრამიტი და ხის დეტალები. ავეჯი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ინტერიერში კი მრავლადაა ბუნებრივი ქსოვილები და ტექსტურა.
Casa Lohr არის მტკიცებულება იმისა, რომ ისტორიული და ძველი ნაგებობა შეიძლება იქცეს დახვეწილ, ელეგანტურ და თანამედროვე საცხოვრებლად და შექმნას სასიამოვნო კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის.
არქიტექტურული სტუდია: Veinte Diezz Arquitectos
ფოტოები: Manolo R Solís
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”