in

Index Tower – ნორმან ფოსტერის მიერ დაპროექტებული შენობა დუბაის საფინანსო ცენტრში

Alliance Group
Alliance Group

Index Tower ნორმან ფოსტერის მიერ დაპროექტებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა, რომელიც დუბაის საფინანსო ცენტრში მდებარეობს. ამ შენობის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს რეგიონი შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. საბინაო, კომერციული და სოციალური დანიშნულების ერთიანობა იდეალურად აბალანსებს კოშკის კონცეფციას. Index Tower-ი შედგება 80 სართულისგან და გათვლილია 6000 მოსახლეზე. კოშკის ფართობი, საერთო ჯამში, 20000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მისი მშენებლობა 2005 წელს დაიწყო, ხოლო გახსნის ცერემონია 2010 წლის 12 დეკემბერს შედგა.

საძირკველი შექმნილია ბეტონის ჩარჩოებით და ქმნის წვრილ პროფილს, რომელიც შენობას სასიამოვნო, ვერტიკალურ გარეგნობას აძლევს. საოფისე ფართები განთავსებულია პირველ ოცდახუთ სართულზე, რათა საცხოვრებელ ნაწილს ჰქონდეს ხედები სანაპიროზე. აქვეა სოციალური დანიშნულების ობიექტები, როგორიცაა ლაუნჯ სივრცე, რესტორანი, აუზი და გამაჯანსაღებელი კლუბი. კოშკის ბოლო სართულები კი დაგვირგვინებულია თორმეტი მდიდრული დუპლექსით და პენტჰაუზით.

მშენებლობის პერიოდში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ეკოლოგია. შესაბამისად, გამოყენებულია მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რაც ამცირებს მექანიკური გაგრილების სისტემებისა და ხელოვნური განათების საჭიროებას. შენობის ძირითადი მასა შთანთქავს სითბოს, სპეციალური სისტემა კი იცავს ინტერიერს მზის პირდაპირი და ცხელი სხივებისგან.

არქიტექტურული სტუდია: Foster + Partners

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

როგორ ვაქციოთ მრავალჯერ გადაკეთებული შენობა კომფორტულ საცხოვრისად? — „Studio Murmuration“-ის რჩევები

სახლის გადახურვა – 4 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მომსახურებას შეგისრულებთ