in

5 მარტივი გზა აბაზანაში მარმარილოს გამოსაყენებლად

მარმარილო ერთ-ერთი უძველესი მასალაა, რომელიც გამძლეობითა და სილამაზით გამოირჩევა და განსაკუთრებით უხდება სააბაზანოს ინტერიერს. მას აქვს მრავალმხრივი გამოყენება და შესაძლოა სივრცე მთლიანად მისით მოპირკეთდეს ან საინტერესო აქცენტირებული წერტილების შესაქმნელად იყოს გამოყენებული. ერთადერთი რეკომენდაცია ამ მასალასთან მიმართებაში არის ის, რომ მისი მოვლა არც ისე მარტივია.

თუ თქვენ თანამედროვე აბაზანის შექმნის პროცესში ხართ, დღეს მარმარილოს გამოყენებისთვის საჭირო რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რათა ინტერიერის მოწყობის პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და მარტივი გახდეს.

შეუხამეთ მარმარილო თეთრ ZELLIGE ფილებს

ZELLIGE-ს სახელწოდებით ცნობილი ფილები საუკეთესო საშუალებაა ელეგანტური და დახვეწილი სააბაზანოს შესაქმნელად. ამ ფილებს აქვთ თანდაყოლილი ხელნაკეთი სილამაზე, რაც სივრცეში სიღრმეს, ტექსტურასა და მარადიულობის შეგრძნებას ამძაფრებს. მარმარილოს განსხვავებული გარეგნობა კი განსაკუთრებით უხდება ასეთ ინტერიერს და სივრცეში კლასიკურისა და თანამედროვეს საინტერესო ბალანსს აღძრავს.

შეარჩიეთ მარმარილოს ჩაშენებული აბაზანა

მარმარილოს ჩაშენებული აბაზანა შესანიშნავი იდეაა სივრცისთვის, სადაც მთავარი აქცენტი მშვიდ და მყუდრო განწყობაზე კეთდება. იმის გამო, რომ ასეთი ჩაშენებული აბაზანა ერთგვარ ცენტრს ქმნის, მთლიანობაში ოთახი უნაკლოდ გამოიყურება და სივრცე ვიზუალურად კიდევ უფრო ფართო და ღრმა ჩანს. დამატებითი განწყობის შესაქმნელად საინტერესოა მარმარილოს სკამების ან პატარა ზომის მარმარილოს მაგიდის დამატებაც. თუ სივრცე იძლევა საშუალებას, თავისუფლად მდგომი ან ჩაშენებული აბაზანა შეიძლება გახდეს განსაცვიფრებელი დამატება თქვენს აბაზანაში.

შეიძინეთ ცალკე მდგომი მარმარილოს ნიჟარა

მარმარილოსგან დამზადებული ნიჟარა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა. ასეთი ნიჟარის შეძენა სივრცეს ბუნებრივ სილამაზესა და აქცენტებს მატებს, რომლის გამეორებაც სხვა მასალის გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ რთულია. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მარმარილოს მოვლა საკმაოდ რთულია, ინტერიერის დიზაინერები ასეთი ნიჟარის განთავსების რეკომენდაციას სტუმრებისთვის განკუთვნილ აბაზანაში უწევენ, სადაც ნაკლები დატვირთვაა.

შექმენით ტექსტურირებული კედლები

ასეთი მიდგომით იქმნება მაქსიმალურად კომფორტული და თანამედროვე ინტერიერი, რომელსაც აქვს ბუნებრივი აქცენტები და ორიგინალური სახე. ამგვარად, სააბაზანოში იქმნება სივრცე, რომელიც საინტერესოდ და ელეგანტურად გამოიყურება წლების განმავლობაში. ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია ღია ვარდისფერი კედლები, ან სადა ნაცრისფერი დეტალები, რომლებიც კარგად აბალანსებს მარმარილოს ფაქტურას.

შეახამეთ მარმარილო მუქი ფერის იატაკთან

შეარჩიეთ ისეთი იატაკის საფარი, რომელიც მოუხდება აბაზანის საერთო სტილსა და დიზაინს. იატაკისთვის მასალისა და ფერების შერჩევის პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფერთა სისტემა, ავეჯი და ტექნიკა. კლასიკური ინტერიერისთვის კარგია კერამიკული ფილების ან ბუნებრივი ქვის გამოყენება. მუქი იატაკისა და მსუბუქი კედლების ერთიანობა სივრცეს დინამიკურ იერს მისცემს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

გეომეტრიული ფორმებით შთაგონებული ინტერიერი ვაკეში — სტუდია „აუკის“ ნამუშევარი

რესტავრირების შედეგად აღდგენილი თანამედროვე კოტეჯი ლონდონში