in

5 მარტივი გზა ერთდროულად მინიმალისტური და ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად

მინიმალისტური ინტერიერი თანამედროვე დიზაინში ყველაზე მოთხოვნადი და ტრენდული მიმართულებაა, რომელიც დახვეწილი, ფუნქციური და ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცის მოწყობაში გვეხმარება. მინიმალიზმი ხელს უწყობს მდგრადი, კომფორტული, ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული ინტერიერის შექმნას, რომელიც ნებისმიერ მნახველში აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა მინიმალისტური სტილის დროს მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რათა ამ ესთეტიკის სიმარტივე და სისადავე, უბრალო და მოსაწყენ გარემოში არ გადაიზარდოს და ეფექტური, მომხიბვლელი იერი შენარჩუნდეს. ამისათვის კი საუკეთესო გზა ორიგინალური ავეჯისა და აქსესუარების გამოყენებაა, რომლებიც საინტერესო აქცენტებს ქმნის სივრცეში და სახლს შთამბეჭდავ შტრიხებს მატებს.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ 5 პროდუქტს, რომლებიც მინიმალისტური და ორიგინალური ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ.

1. ორიგინალური ფორმის დივანი

ავეჯის შერჩევისას ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ის დეტალი უსვამს ხაზს მოდელის ორიგინალურ დიზაინს, ინდივიდუალურ მიდგომასა და გამორჩეულ იერსახეს. ამ ტიპის ავეჯი უნიკალურ ელფერს შემატებს თქვენს სივრცეს და მას სახასიათო შტრიხებს შესძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. განსხვავებული ჟურნალის მაგიდა

მინიმალისტური ინტერიერის შექმნისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რათა სივრცე მოსაწყენი არ გახდეს და გარემომ მონოტონური სახე არ მიიღოს. სწორედ ამიტომ ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება ავეჯისა და აქსესუარების შერჩევას. ინტერიერის გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საინტერესო გზა სტანდარტული ჟურნალის მაგიდის პატარა კუბისებური ფორმის მაგიდებით ჩანაცვლებაა. ამ ტიპის პროდუქტის განსხვავებული ტექსტურა, ფერი და ფორმა ნამდვილად გამორჩეულ იერს შესძენს ნებისმიერ სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. მკვეთრი ფერის აქსესუარები

ფერადი ლარნაკი მოგცემთ საშუალებას, “გამოაცოცხლოთ” მინიმალისტური ინტერიერი და მას მიმზიდველობა შემატოს. სივრცის მყისიერი გარდაქმნის ერთ-ერთი უსწრაფესი გზა მასში მკვეთრი ფერის აქსესუარებისა და დეკორატიული ნივთების შემოტანანაა. აღნიშნული მოდელი საუკეთესო საშუალებაა მინიმალისტური და ამავდროულად ორიგინალური სივრცის მისაღებად და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. არასტანდარტული სკამი

სკამი ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური და საჭირო ნივთია სახლში. მისი ორიგინალური დიზაინის დახმარებით შესაძლებელია განსაკუთრებული გარემოს შექმნა. არასტანდარტული მოდელი, რომელიც სადა, მაგრამ უჩვეულო ფორმებით, მკვეთრი ლურჯისა და ოქროსფრის საინტერესო სინთეზით ხასიათდება, ინტერიერს უნიკალურ ხაზს შესძენს და მას ბევრად ეფექტურს, გამორჩეულსა და მიმზიდველს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. დეკორატიული ბალიში 

ორიგინალური ინტერიერი დეტალებზე აქცენტირებით მიიღწევა, ამიტომ თითოეულ ნივთს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სახასიათო და დახვეწილ ესთეტიკას სწორად შერჩეული ტექსტილი და აქსესუარები ყველაზე მეტად გამოკვეთს. მოცემული დეკორატიული ბალიში თქვენს მინიმალისტურ ინტერიერს გაამდიდრებს და მასში გამორჩეულ შტრიხებს შეიტანს. ასევე, ნაზი ტექსტურისა და ფერის დამსახურებით, პროდუქტი  მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს და გარემოს უფრო ფერადოვანსა და საინტერესოს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 ადგილი თბილისში, სადაც სენსორულ ნაგვის ურნებს შეიძენთ

არა რუსულ კანონს! – საქართველოს არქიტექტორები და დიზაინერები განცხადებას ავრცელებენ