in

არა რუსულ კანონს! – საქართველოს არქიტექტორები და დიზაინერები განცხადებას ავრცელებენ

ცოტა ხნის წინ საქართველოს არქიტექტორებისა და დიზაინერების განცხადება გავრცელდა:

“ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის, ძალადობრივი გარემოსა და იმ უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, რასაც “რუსული კანონის” მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ვერთიანდებით!

მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას.

ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და დასავლელი პარტნიორების სრული იგნორირებით მიიღოს ეს კანონი.

მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყონებლივ უკან იქნას გაწვეული “რუსული კანონი”!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!”

აღნიშნულ განცხადებას ამ მომენტისთვის ხელს აწერს 500-ზე მეტი დარგის წარმომადგენელი. სია მზარდია და ხელმომწერების რაოდენობა ონლაინ რეჟიმში იცვლება.

5 მარტივი გზა ერთდროულად მინიმალისტური და ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი?