in

რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო სააბაზანოს მოწყობისას? – 9 სასარგებლო რჩევა

ბავშვებისთვის განკუთვნილი აბაზანა ერთდროულად სახალისო, საინტერესო და ფუნქციური უნდა იყოს. ეს არის ოთახი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მხიარული დიზაინი ჰქონდეს და ამავდროულად, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და მარტივი. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი სააბაზანოების მოწყობის უამრავი გზა და მაგალითი. ინტერიერის დიზაინერები უამრავ სასარგებლო რჩევას გვთავაზობენ, რათა აბაზანის მოწყობის პროცესი მარტივი და კომფორტული გახდეს. მანამდე კი დარწმუნდით, რომ ეს არის მოქნილი სივრცე, რომელიც კარგად ერგება ბავშვის სურვილებსა და საჭიროებებს, შეიძინეთ ხარისხიანი პროდუქცია და ავეჯის ისეთი ნიმუშები, რომლებიც კარგად გაუძლებენ დროს.

დაამატეთ ფერები

ფერები იდეალური საშუალებაა აბაზანაში ხასიათის შესაქმნელად, მაგრამ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. დეკორაციებში შეგიძლიათ შეიტანოთ მცირე რაოდენობით მკვეთრი და ენერგიული ფერები, მაგრამ მოერიდეთ მათ გამოყენებას კედლების ან საერთო ფონის სახით. ონკანები, სანათები და აქსესუარები საკმარის განწყობას მატებს ოთახს, ამიტომ საჭირო არ არის ფერების უფრო დიდი რაოდენობით გამოყენება. შეარჩიეთ მდუმარე ტონები, მაგალითად, მტვრიანი ვარდისფერი, ღია ცისფერი ან მწვანე.

შექმენით ფერადი გადასვლები კერამიკულ ფილებს შორის

ასეთი დეტალი შეიძლება ხშირად შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ კარგი დიზაინი თითოეულ კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს. ფერადი ფუგის დამატება კედელს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის, ოთახის საერთო ატმოსფეროს კი საბავშვო ხასიათსა და განწყობას შესძენს. იმისთვის, რომ აბაზანა უფრო მშვიდი სივრცე იყოს, შეარჩიეთ რბილი, პასტელური ფერები, როგორიცაა მაგალითად, ღია ვარდისფერი ან ცისფერი.

მოაწყვეთ პატარა კიბე ნიჟარასთან

ამ გზით თქვენს შვილს ნიჟარასთან მიდგომა გაუმარტივდება. ბავშვისთვის მცირე ზომის პროდუქტების შეძენას ან ნიჟარის დაბალ სიმაღლეზე დამონტაჟებას აზრი არ აქვს, რადგან ის საკმაოდ მალე გაიზრდება, ამიტომ სჯობს შემრევთან მისვლაში კიბე ან სხვა ტიპის საყრდენი დაეხმაროს.

გამოიყენეთ ნათელი ფერის კერამიკული ფილები

ფილები იდეალური გზაა აბაზანაში განწყობის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, იქნება ეს თამამი ნიმუში, ცოცხალი ფერი თუ ნეიტრალური დიზაინი, ფილა პრაქტიკული და მკვეთრი დეტალია, რომელიც დიდ როლს თამაშობს ინტერიერში. გამოიყენეთ კაშკაშა ფერები იმისთვის, რომ ოთახში ინდივიდუალური ხასიათი შემოიტანოთ.

იყავით შემოქმედებითი მასალასთან მიმართებაში

გამოიყენეთ უფრო ინოვაციური მასალა, სცადეთ ტექსტურირებული კედლები და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეეწყობიან ბავშვები ასეთ ცვლილებებს. შეარჩიეთ ფერადი ბეტონის დიზაინი, დაამატეთ ვარდისფერი და იისფერი ან სხვა მსგავსი ფერადი ტონები, რომლებიც კარგად იმოქმედებენ ბავშვების ხასიათზე.

დაამონტაჟეთ ორმაგი ნიჟარა

ეს მეთოდი განსაკუთრებით საჭირო მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაა. დარწმუნდით, რომ ნიჟარის ირგვლივ საკმარისი ადგილია მინიმუმ ორი ბავშვისთვის, ასეთი დიზაინი ყველაზე პრაქტიკულია მათთვის. შეარჩიეთ ისეთი ნიჟარები, რომლებსაც არ აქვთ კარადა ან დამატებითი სათავსო, რათა ბავშვებს ნიჟარებთან მიდგომა გაუმარტივდეთ.

გამოიყენეთ ფერადი შპალერი

ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორი ფერის შპალერი მოსწონს, რა სტილის დიზაინი სურს აბაზანაში და ასე შემდეგ. ჩართეთ ის სააბაზანოს მოწყობის პროცესში, რათა მოგვიანებით თავი კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნოს. შეარჩიეთ შპალერის ისეთი ნიმუში, რომელიც გამოირჩევა ფერების მრავალფეროვნებით, რაც სივრცეში ნათელ და სახალისო ხასიათს აღძრავს.

 იფიქრეთ სათავსო ადგილებზე

საბავშვო აბაზანისთვის მთავარი გამოწვევა რაც შეიძლება მეტი სათავსო სივრცის შექმნაა, რათა ოთახი მოწესრიგებული და მაქსიმალურად ფუნქციური გახდეს. ამისთვის ბაზარზე უამრავი სახის არჩევანი არსებობს, მაგალითად სარკე, რომელიც ამავდროულად კარადის ფუნქციასაც ითავსებს. ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის საჭირო ნივთების შესანახადაც. ყოველდღიური პროდუქტები მოათავსეთ ღია თაროებზე, რათა ისინი მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.

შეარჩიეთ კონკრეტული თემა დიზაინისთვის

იმისთვის, რომ სივრცე ბავშვებზე უფრო მეტად მორგებული გახადოთ, შეარჩიეთ კონკრეტული თემა, მაგალითად, პლანეტები და მზის სისტემა. გამოიყენეთ ღრმა ლურჯი ტონები და დააბალანსეთ ისინი ნათელი ჩრდილებით. ამგვარი დიზაინი ოთახს ენერგეტიკას მატებს. დაამატეთ პლანეტების ფორმის სახელურები, მზის სისტემით შთაგონებული სანათები და სხვა.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

სახლი ყოფილი სკოლის შენობაში

სანამ რემონტს დაიწყებთ… გეგმარებისა და დიზაინის მთავარი პრინციპები – მარიამ დემეტრაშვილის გზამკვლევი