in

პენტჰაუზები საქართველოდან – მკითხველების ფავორიტი პროექტები Homeis.ge-ზე

პენტჰაუზში ცხოვრება უკვე დიდი ხანია რაც ფუფუნების, ექსკლუზიურობისა და შეუდარებელი ხედების სინონიმია. ეს მდიდრული რეზიდენციები, როგორც წესი, მდებარეობს მაღალსართულიანი შენობების ზედა სართულებზე და მაცხოვრებლებს სთავაზობს დახვეწილობისა და კომფორტის უნიკალურ ნაზავს. პენტჰაუზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მისი თვალწარმტაცი ხედებია, რაც სიმშვიდისა და გარემოსთან უშუალო კავშირის განცდას აძლიერებს. ასეთი პროექტების უმრავლესობა შექმნილია დიდი, იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებით, რაც ინტერიერს ბუნებრივი განათებით ავსებს. შედეგად, მიიღება განსაკუთრებული და გამორჩეული საცხოვრებელი, რომელსაც ერთიანობაში მოჰყავს არქიტექტურული სტილი, ელეგანტური დიზაინი და ფუნქციური ზონები. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო პროექტს გაგაცნობთ, რომლებიც საქართველოში მდებარეობს და სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევა.

პენტჰაუზი ვაკის პარკთან

პროექტის ინტერიერი კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზით ხასიათდება. დიზაინში შემოტანილია ფრანგული და ინგლისური სტილისთვის დამახასიათებელი, დახვეწილი ელემენტები. პენტჰაუზის შესაბამისად, თითოეულ ოთახს აქვს დიდი ზომის ფანჯრები და ვიტრაჟები, რაც სივრცეს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ნათელს აჩენს. ვაკის პარკთან სიახლოვე იდეალურ გარემოს ქმნის როგორც განტვირთვისთვის და დასვენებისთვის, ასევე ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვისთვისაც. აღსანიშნავია, რომ პენტჰაუზი დაპროექტებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალიც, რაც აქ დამატებით ბუნებრივ განწყობას აღძრავს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

პენტჰაუზი ლისზე

ეს პროექტი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს, რაც მას სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით გამოარჩევს. პენტჰაუზის მთავარ მახასიათებელს მკვეთრი და ცოცხალი ფერები განსაზღვრავს, რაც სივრცეს ელეგანტურობისა და დახვეწილობის შეგრძნებას ანიჭებს. ინტერიერში სჭარბობს მწვანე ფერი, ყვითელი და წითელი ნოტების დამატებით კი სახასიათო ფერთა პალიტრა იქმნება. ამ ფერთა გამას კი იდეალურად აბალანსებს ხისა და ქვის ფაქტურები. შედეგად, ინტერიერმა ძალიან ნათელი და სახასიათო სახე მიიღო, ამ გარემოს სუფთა ჰაერი და საცხოვრებელი ხედები მეტად მიმზიდველად აქცევს, რაც მობინადრეებს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

პენტჰაუზი ჭავჭავაძის გამზირზე

ეს თანამედროვე ორსართულიანი საცხოვრებელი პროექტი დახვეწილი სტილისა და უზადო გემოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. პენტჰაუზში მოხვედრისთანავე ყურადღებას იქცევს საინტერესო ფერებისა და მასალის ერთიანობა, ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად კი მწვანე მცენარეებია გამოყენებული. ნათელ ინტერიერს პენტჰაუზისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის ფანჯრები უზრუნველყოფს, რის ხარჯზეც შიდა სივრცე ძალიან ნათელია. დახვეწილი ავეჯი, განათების ელემენტები და აქსესუარები ერთმანეთთან შესანიშნავადაა შეხამებული.

იხილეთ პროექტი დეტალურად

პენტჰაუზი კარტოზიას ქუჩაზე

ეს ორ სართულიანი საცხოვრებელი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას გადაჰყურებს და შესაბამისად, ძალიან დახვეწილი ხედებით გამოირჩევა. ბუნებრივი დეტალები იგრძნობა ინტერიერშიც, სადაც მნიშვნელოვან როლს მკვეთრი მწვანე აქცენტები თამაშობს. საცხოვრებელი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, რაც მას დამატებით ხიბლს სძენს. მეპატრონეებს მაქსიმალურად ეფექტური დიზაინისა და გაშლილი სივრცის შექმნა, რის გამოც მოიხსნა კედლების ნაწილი და გაფართოვდა ცალკეული სივრცეები.

იხილეთ პროექტი დეტალურად

პენტჰაუზი ამაშუკელის ქუჩაზე

ეს პროექტი შენობის ბოლო, მე-19 და მე-20 სართულებს იკავებს. მის მეპატრონეს ინტერიერის დიზაინთან შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა მოახერხა და გააერთიანა პენტჰაუზისთვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები. გეგმარების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბინის საერთო ფართობი ძალიან დიდი იყო და სწორი პროექტირება დიდ ძალისხმევას საჭიროებდა, მაგრამ სწორი მიდგომებითა და დახვეწილი ზონების გამოყოფით, სახლი ძალიან ელეგანტურ და მდიდრულ საცხოვრებლად იქცა, სადაც მნიშვნელოვან როლს ხისფერი ელემენტები და ასევე ბუნებასთან კავშირის შეგრძნება თამაშობს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ტრიპლექსი რიგის ქუჩაზე

ეს უმშვენიერესი სივრცე თბილისში, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 170 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბინა იყოფა ორ ნაწილად: საცხოვრებელ და სტუმრების მისაღებ ზონებად. სასტუმრო ოთახი განთავსებულია შენობის გუმბათში, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება ქალაქზე. მთლიანობაში, შექმნილია კომფორტული, ნათელი და კარგად დასამახსოვრებელი ინტერიერი მკაცრად განსზღვრული ფუნქციური ზონებით, რომლებიც იდეალურად ერგება როგორც ოჯახის წევრების, ასევე სტუმრების საჭიროებებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

როგორ მოვაწყოთ სახლი საშემოდგომოდ – 5 პრაქტიკული რჩევა

MIELE-ს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანი ბრენდის 125 წლის იუბილე