in

რა უპირატესობები აქვს ენერგოეფექტურ საცხოვრებელ ბინას? — 5 მთავარი ფაქტორი

ენერგოეფექტურ სახლში ცხოვრება მაცხოვრებლებს სთავაზობს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ სარგებელს და გაუმჯობესებულ კომფორტს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და საცხოვრებელ პირობებს ბევრად მოსახერხებელს ხდის. ენერგოეფექტურობა თანამედროვე სამშენებლო სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომელიც ენერგიის მოხმარების შემცირებას, გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას და კომუნალური ხარჯების დაზოგვას გულისხმობს.  შესაბამისად, ბინაში ენერგოეფექტური მასალების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უპირატესობაც ენერგოეფექტური ელემენტებით მოპირკეთებულ შენობას ენიჭება. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ენერგოეფექტური საცხოვრებლის უპირატესობებს, რაც მობინადრეებისა და გარემოს კეთილდღეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

შემცირებული კომუნალური გადასახადები — გათბობა-გაგრილების სისტემები და ელექტროენერგია ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს აკმაყოფილებს, ამიტომ ნებისმიერი ინდივიდის სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელია. თუმცა მოხმარებული ენერგიის საფასური საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მაცხოვრებელთა ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ მას ხმარდება. საცხოვრებელში, სადაც ჭერი, იატაკი და კედლები სპეციალური საიზოლაციო მასალით, ფანჯრები ენერგოეფექტური მინით არის მოპირკეთებული და ენერგოეფექტური გათბობისა და გაგრილების მოწყობილობები თუ LED განათებები გამოიყენება, მნიშვნელოვნად მცირდება მოხმარებული ენერგიის რაოდენობა (დაახლოებით 40-60%-ით), თბოდანაკარგის მაჩვენებელი, რაც კომუნალური ხარჯების შემცირებასა და გადასახადების ეკონომიას განაპირობებს.

გაუმჯობესებული გარემოს მდგომარეობა — მაღალი ენერგოეფექტური დანადგარები,  განსხვავებით სტანდარტული მოწყობილობებისგან, მაქსიმალურად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რადგან ისინი  არ გამოყოფს (ან მცირე რაოდენობით) მავნე ნივთიერებებს, ნამწვსა და ნახშირორჟანგს. ასევე, ენერგოეფექტური სისტემები აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, ამცირებს ინტოქსიკაციის რისკებს  და არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ამასთანავე, ენერგიის მინიმალური მოხმარება ამცირებს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გამოყენების საჭიროებას, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები — კედლების, ჭერისა და იატაკის დათბუნება, შემინული ზედაპირების ენერგოეფექტური მასალით დაფარვა თბოდანაკარგის შემცირებას იწვევს, რაც ნებისმიერ სეზონზე, მცირე დანახარჯით, სასურველი ტემპერატურის მიღებაში გვეხმარება. ეს კი საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს და ამასთანავე, ნესტის, ობისა და ბაქტერიების გავრცელებისგან გვიცავს, რაც ჯანსაღი გარემოს შექმნას განაპირობებს. აგრეთვე, ენერგოეფექტური სავენტილაციო სისტემა ჰაერის ხარისხსაც ზრდის და მავნე ნივთიერებების გამოყოფას ამცირებს, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სხვადასხვა დაავადებებისგან თავის დაცვაში გვეხმარება.

უზრუნველყოფილი მდგრადი გარემო — მაღალი ენერგოეფექტური მასალები მაღალი ხარისხითა და მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მათი საექსპლუატაციო ვადა ხანგრძლივია და  ხშირ ცვლილებას არ საჭიროებს. შესაბამისად, საცხოვრებელი, რომელიც ენერგოეფექტური მასალებით არის მოპირკეთებული, დიდი ხნის განმავლობაში სარემონტო პროცესსა და შეკეთებას არ საჭიროებს და ამით, მდგრადი, ევროპული სტანდარტის მქონე სივრცის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გაზრდილი ქონებრივი ღირებულება და მოთხოვნა — ენერგოეფექტური საცხოვრებელი ბევრად მიმზიდველი და მოთხოვნადია დღევანდელ ბაზარზე, რის გამოც მისი ქონებრივი ღირებულება მაღალია. ამიტომ ენერგოეფექტური სივრცის შერჩევისას, თქვენ დიდ ინვესტიციას განახორციელებთ, რადგან მომავალში, თუ ბინის გაყიდვა ან გაქირავება დაგჭირდებათ, ამგვარ საცხოვრებელზე მოთხოვნა ბევრად დიდი იქნება და ძველ ბინებთან შედარებით, ღირებულებაც მოიმატებს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს  პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია. „ნამაი ვაკე“ იმით არის გამორჩეული, რომ ის არის  პირველი კომპლექსი საქართველოში, რომელმაც ენერგოეფექტურობის A კლასის ხარისხი მოიპოვა, რაც ენერგოეფექტურობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილებას გულისხმობს. უნდა ითქვას ისიც, რომ პრემიუმ-კლასის კომპლექსი, როგორც A კლასის ენერგოეფექტური შენობა, 1 კვადრატულ მეტრზე, მაქსიმუმ 100 კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარს წელიწადში, როდესაც სხვა სტანდარტული კორპუსები, შესაძლოა, წელიწადში 300-400-მდე კილოვატ-საათს მოიხმარდეს. ეს კი ცხადია, სასიკეთოდ აისახება მაცხოვრებლების ფინანსურ ხარჯებზე, მათი კომფორტისა და ცხოვრების დონის ხარისხსა და გარემო-პირობების მდგომარეობაზე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

3daysofdesign – რა სიახლეებით წარსდგნენ ცნობილი ბრენდები 2024 წლის სკანდინავიური დიზაინის ფესტივალზე

„პრაიმ სტუდიო“ — სრული არქიტექტურული მომსახურება და სანებართვო სერვისების უზრუნველყოფა ერთ სივრცეში