2020 წელი მსოფლიო მასშტაბით ძალიან საინტერესო ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა. გამონაკლისი არც არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინია – სწორედ წელს მიხვდა ხალხი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლს და რამდენად საჭიროა მისი უზრუნველყოფა ყველაფერი საჭიროთი, მისი მორგება ბუნებასთან. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 6 ყველაზე საინტერესო სახლს, რომელიც წელს აშენდა.
- „Pirouette House“, ინდოეთი
არქიტექტურული სტუდია : Wallmakers
ფოტოგრაფი:Jino Sam
ინდოეთში მდებარე ეს სახლი იმით გამოირჩევა, რომ უნიკალური ინდური ტადიციით დამზადებული აგურისგან არქიტექტორებმა შექმნეს უნიკალური ფორმის კონსტრუქცია, რომელიც სახლს იცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ჰავისგან და ერთდროულად ასრულებს სავენტილაციო და გამათბობელ ფუნქციებს.
2.კიბის სახლი, იაპონია
არქიტექტურული სტუდია: nendo
ფოტოგრაფები: Daici Ano, Takumi Ota
იაპონიაში, ქალაქ მინატოში მდებარე ამ სახლის მსგავსი მსოფლიოში არსად არსებობს. მის ცენტრალურ კონსტრუქციას წარმოადგენს ცემენტის მასიური კიბე, რომელიც სახლის გარეთა ეზოდან იწყება და მის სახურავამდე უწყვეტ კომპოზიციას ქმნის. კიბის სახლი საკმაოდ დაძაბულ, ურბანულ და საქმიან გარემოში მდებარეობს, ამიტომ მისი ცენტრის ჩრდილოეთით აწევამ,მინის ფასადებმა დად სახლის ინტერიერში სიმწვანის შემოტანამ მეტი სინათლე შემოიტანა შენობაში.
- „მწვანეფარდიანი“ სახლი ვიეტნამში
არქიტექტურული სტუდია: HGAA
ფოტოგრაფი:Duc Nguyen
2020 წელს ძალიან ტრენდული გახდა ბუნების ელემენტების ინტერიერში შემოტანა. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანახაობას წარმოადგენს ვიეტნამში აგებული „მწვანეფარდიანი“ სახლი, რომლის მთავარ საშენ მასალას აგური,ცემენტი და ხე წარმოადგენს. სახლის ეზოში, უამრავი მცენარის გარდა, ასევე განთავსებულია გუბურა, რომელშიც თევზები ბინადრობენ და შენობას კიდევ უფრო ბუნებრივ ატმოსფეროს მატებენ.
- სახლი „დაკიდებული ბაღით“ ვიეტნამში
არქიტექტურული კომპანია:MDA Architecture
ფოტოგრაფი:Quang Tran
კიდევ ერთი მწვანე სახლი, რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, ვიეტნამში გვხვდება და სახურავზე განთავსებული ბაღით გამოირჩევა. ექსტერიერის გარდა, მცენარეები სახლის ინტერიერშიც გვხვდება, რაც სახლის კომპოზიციას,ჯანსაღთან ერთად, ერთიანსა და ჰარმონიულს ხდის.
- სახლი ფერმაში, ინდოეთი
არქიტექტურული სტუდია:Studio Inscape
ფოტოგრაფი: Ricken Desai
ჰიდერაბადში, ინდოეთში მდებარე ეს ფერმის სახლი ეკომეგობრულია – მის ასაგებად არქიტექტორებმა ისეთი პროექტი შეიმუშავეს, რომ არ დაზიანებულიყო ლანდშაფტი და შენობა ორგანული მასალებისგან ააშენეს. სახლი იდეალურად ერგება მიმდებარე გარემოს, ხისა და გამომწვარი ავეჯის დუეტის ჰარმონიულობა მას ოჯახურ იერს აძლევს.
- House BF, გვატემალა
არქიტექტურული სტუდია : Paz Arquitectura
ფოტოგრაფი: Andrés Asturias
ეს სახლი გვატემალაში მდებარეობს, მთიან რეგიონში, რამაც აუცილებელი გახადა ისეთი პროექტის შედგენა, რომ მაქსიმალურად გამოყენებულიყო ის სწორი მიწა, რომელსაც ეზო სთავაზობდა მფლობელებს. სწორედ ამიტომ სახლის პროექტის აქცენტი მის დიდ, სივრცულ ეზოზეა გაკეთებული. შენობა ერთსართულიანია, თუმცა მისი კედლებზე ვიტრაჟებია დამონტაჟებული,რომელბიდანაც ეზოს ხედი იშლება. ამ ხერხით არქიტექტორებმა წაშალეს შიგნიდა და გარეთა სივრცეებს შორის საზღვარი და პროექტი ერთიანი გახადეს.