in

სანათი Bilboquet – Flos-ის ახალი მინიმალისტური დიზაინი

განათების ბრენდის Flos-ის უახლესი მოდელი, რომელიც დიზაინერმა ფილიპ მალოუინიმ შექმნა, არის მინიმალისტური და ძალიან დახვეწილი მაგიდის სანათი Bilboquet, რომელიც მისი ფერადი დიზაინითა და მრავალფეროვნებით თითოეულ  მნახველს ხიბლავს. სანათი ხელმისაწვდომია რამდენიმე ფერში და ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.

თავისი მარტივი აგებულებით, სანათი შედგება ორი ფერადი ცილინდრისგან, რომლებიც ერთმანეთს მაგნიტური ბურთით უკავშირდება. სინათლე ბრუნავს ამ ბურთის ირგვლივ, რაც საშუალებას აძლევს შუქს, რომ მიმართული იყოს ზუსტად იქ, სადაც საჭიროა.

დიზაინერი ფილიპ მალოუინი აღწერს Bilboquet-ს როგორც „სანათს Gen-Z თაობისთვის” მრავალმხრივი ბუნებით, რომელიც ადაპტირებულია თანამედროვე სახლის სიმყუდროვესა და კომფორტთან. სასიამოვნო გარეგნობის სანათი მოქნილად ერგება სივრცეებს და იდეალურია როგორც სახლისთვის, ასევე საოფისე და სხვა სახის დაწესებულებებისთვისაც.

გარდა მრავალფეროვანი დიზაინისა, სანათი ხაზს უსვამს ეკოლოგიის საჭიროებებსაც და აწყობილია ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მთლიანად გადამუშავება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის სახელი “Bilboquet” 1500-იან წლების საფრანგეთში გამოგონილი თამაშისგან მოდის, რომლის წესებიც საკმაოდ მარტივია: ხის ჯოხის ბოლოზე დამაგრებულ ბურთს ჰაერში აგდებენ და შემდეგ კვლავ ჯოხზე აბრუნებენ.

დღეს მსურველებს ამ გამორჩეული მოდელის შეძენა Flos-ის კოლექციიდან შეუძლიათ.  “Bilboquet”-ს ფასი $169-დან იწყება და ფერების მიხედვით განსხვავდება.

,,მოირგე დრო“ – დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია

რა უნდა გავითვალისწინოთ განათების დაპროექტებისას ენერგოეფექტურობის კუთხით?