სასექსში მდებარე ვიქტორიანულ სახლში განთავსებულია შთამაგონებელი ინდუსტრიული ლოფტის ბინა ყვითელი ფერის აქცენტებით. სამ-სართულიანი შენობა 2006 წელს დაიყო ოთხ აპარტამენტად, საოფისე ფართად და შემოქმედებით სტუდიად და ამჟამად ეს ლოფტი ყველაზე დიდი სივრცეა, რომელიც 900 კვადრატულ მეტრს აერთიანებს.
ბინა შექმნილია სამზარეულოსა და მისაღების გარშემო ისეთი მასალების გამოყენებით, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი და ბეტონი.
გრანდიოზული მისაღები ოთახი დაყოფილია რამდენიმე ზონად და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ფარდები, რომლებიც დამზადებულია ორი ფერის მასალისგან: ყვითელი და ნაცრისფერი თექა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია როგორც ძალიან ნათელი ატმოსფეროს შექმნა, ასევე ბნელი და მყუდრო განწყობის შემოტანაც.
ფოლადის სვეტი ღია გეგმარირების მისაღებისა და სამზარეულოს ცენტრში ხაზს უსვამს ჭერის სიმაღლეს. კედლის გასწვრივ სრული სიმაღლის ფრანგული ფანჯრები ანათებს ლოფტის ღია სივრცეს და ყვითელი ფერის აქცენტებს კიდევ უფრო გამოკვეთს.
სამუშაო სივრცე მისაღებისგან თაროებითა და მაგიდით არის გამოყოფილი.
სამზარეულო დამზადებულია ხის დაფის ჩარჩოსგან, რომელშიც განთავსებულია უჟანგავი ფოლადი და თამამი ყვითელი ფერის კარადები.
მთავარ საძინებელში საწოლის უკან ვხვდებით “კედელში ამოჭრილ” ღიობს, რომელიც კარადების თვალისგან დამალვას ემსახურება და ამავდროულად, ფუნქციურ სივრცეს ქმნის ნივთების შესანახად.
საძინებელს წვდომა აქვს პატარა ტერასაზე.
აბაზანა ასევე შექმნილია სამრეწველო იერსახით მიკროცემენტის კედლებით, უჟანგავი ფოლადის საფენით და გამჭვირვალე ყვითელი ზოლიანი ფარდით.