როდესაც 1958 წელს არქიტექტორებმა ევა და ნილს კოპელებმა სთხოვეს პოლ ჰენინგსენს, დაეპროექტებინა სანათი კოპენჰაგენის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, Langelinie-სთვის. ჰენინგსენმა ხელახლა გადახედა რადიკალურ დიზაინს, რომელზეც ის 30 წლით ადრე მუშაობდა. ეს იყო “არტიშოკი”, რომელიც თითქოს ჭერზე თავდაყირა ეკიდა.
სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, Langelinie Pavilion-ში დამონტაჟდა Artichoke-ის ხუთი მზა ვერსია (დამზადებული განათების ბრენდის – Louis Poulsen-ის მიერ). ჭაღები შექმნილი იყო სპილენძის 72 ნაჭრისგან, რომლებიც სრულად ფარავდნენ ნათურას და შედეგად, ჭაღი ავრცელებდა ძალიან თბილ, მსუბუქ შუქს. გამოყენებული ვარდისფერი საღებავის წყალობით, მკრთალ შუქს თან ახლდა ვარდისფერი ბზინვარებაც.
”ის ფაქტი, რომ სინათლის წყარო არ ჩანდა, ძალიან რევოლუციური იყო”, – ამბობს რასმუს მარკჰოლდტი, Louis Poulsen-ის დირექტორი. „იმ დროს ხალხი ვერ აღიქვამდა სანათს, როგორც დიზაინ პროდუქტს, მათ უბრალოდ სინათლე სჭირდებოდათ. ჰენინგსენი კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ორივეზე ფიქრობდა“.
Langelinie-ში დაკიდებული ორიგინალი მოდელები დროთა განმავლობაში შეიცვალა და გადაკეთდა, რამდენიმე მათგანი კი აუქციონზე გაიყიდა. ახალი მოდელები, რომლებსაც Louis Poulsen-ი განსხვავებულ ფერებსა და დიზაინში აწარმოებს, დაახლოებით $11000 ღირს.
დიზაინერი რობერტ კუტურიერი განმარტავს, თუ რატომ არის ეს პროდუქტი ყველასთვის სასურველი და ამბობს, რომ ჭაღები შეიძლება საკმაოდ რთული გამოსაყენებელი იყოს, მაგრამ ეს ძალიან პრაქტიკულია, რადგან აქვს დიფუზიური ნათება და სასიამოვნო ეფექტი, რომელიც ძალიან უხდება სივრცეს.