in

Wisteria House – ლანდშაფტთან ურთიერთობით შექმნილი სახლი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 2023 წელს, ავსტრალიაში აშენდა და მისი საერთო ფართობი 304 კვადრატული მეტრია. პროექტი Wisteria House-ის სახელით არის ცნობილი. ერთი შეხედვით მარტივი სტრუქტურის მქონე შენობაში დომინანტურ როლს ხის მასალა თამაშობს. არქიტექტორების მიზანი ბუნებასთან ურთიერთქმედებით შთაგონებული ღია, თბილი სახლი იყო, რომელიც პატივს სცემდა არსებულ ლანდშაფტსა და ტერიტორიის ისტორიას და ოჯახს შეკრებისთვის მყუდრო ადგილს მოუწყობდა. მსუბუქი და ჰაეროვანი სახლი გამოირჩევა გააზრებული, თანამედროვე სტილითა და ფერებით.

ზედა და ქვედა სართულებს შორის კავშირი საკმაოდ მჭიდროა. ღია გეგმარირების საცხოვრებელს ამშვენებს დახვეწილი დიზაინის მქონე ბუხარი. სახლის თითოეულ ზონას აქვს მშვენიერი ბაღის ხედი. კედლების უმრავლესობა მინისაა, რაც ინტერიერში მზის სხივების შემოდინებას უწყობს ხელს.

ფართო კიბე აერთიანებს ბეტონისა და ხის მასალას. ერთ მხარეს, განთავსებულია თეთრი ფოლადის კიბეც, რომელიც პირველ სართულს მეორესთან აკავშირებს. მთელი სივრცე შექმნილია ხის კომბინაციებით, მინითა და რეგულირებადი სისტემით ჯვარედინი ვენტილაციისთვის. ვერტიკალური დიზაინი ჭერს კიდევ უფრო მაღალს აჩენს. კიბეებთან ახლოს არის მწვანე მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობს სახლში ჯანსაღი ატმოსფეროსა და ლამაზი გარემოს შექმნას.

საგულდაგულოდ შედგენილი არქიტექტურული პროექტი ითვალისწინებს მაღალ, ნათელ და მზიან სივრცეს, რომელიც იძლევა უსაზღვრო პერსპექტივას. ფანჯრები დაფარულია ხის დარაბებით, რომლებიც შიდა სივრცეს ზაფხულის მკაცრი სიცხისგან იცავს.

მასალის სახით გამოყენებულია აგური, გაპრიალებული ბეტონი, ხის ჩარჩოები, ფოლადი და მარმარილო. შედეგად, იქმნება არა მხოლოდ განსაკუთრებული არქიტექტურული სტილი, არამედ ძალიან სუფთა, დახვეწილი ინტერიერი, რომელიც სავსეა თბილი და ნათელი აქცენტებით. ამ ყველაფრის კავშირით ბაღთან, იქმნება შესანიშნავი ადგილი მჭიდრო ოჯახური ურთიერთობებისთვის.

არქიტექტურული სტუდია: Carter Williamson Architects

ფოტოები: Pablo Veiga

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

კომპანიები, რომლებიც გათბობა-გაგრილების სისტემას შეგიკეთებენ – #homeisცნობარი

შთამაგონებელი იდეები სააბაზანოს ნიჟარის შესარჩევად