in

იუსტიციის სახლი – იტალიელი არქიტექტორების მიერ შექმნილი პროექტი თბილისში

Alliance Group
Alliance Group

2012 წლის 21 სექტემბერს თბილისში იტალიელი არქიტექტორების, Massimiliano-ს და Doriana Fuksas-ის მიერ დაპროექტებული იუსტიციის სახლი გაიხსნა. შენობის საერთო ფართობი 2600 კვადრატული მეტრია და ის მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სივრცე მოიცავს ოფისებს სხვადასხვა საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც განთავსებულია ცენტრალური ბირთვის გარშემო.

აღსანიშნავია, რომ სტუდია Fuksas-ი წარმოადგენს საერთაშორისო არქიტექტურულ ფირმას, რომელსაც აქვს ოფისები რომში, პარიზსა და შენჭენში. ბოლო 40 წლის განმავლობაში Fuksas-მა შეიმუშავა 600-ზე მეტი პროექტი, რომლებმაც მიიღეს მრავალი საერთაშორისო ჯილდო. სტუდია დაკომპლექტებულია 170 თანამშრომელისაგან, რომელთა უმეტესობაც ძალიან წარმატებული არქიტექტორი და დიზაინერია.

იუსტიციის სახლის პროექტის გამორჩეული ნაწილია სახურავი, რომელიც ფოთლების მსგავსი კონსტრუქციებით არის დაყოფილი და ქმნის არაჩვეულებრივ ექსტერიერს. მთლიანობაში, სახურავი 11 „ფოთოლს“ აერთიანებს და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება გეომეტრიით. თითოეული მათგანი ეყრდნობა სპეციალურად შექმნილ ფოლადის სვეტებს.

შენობაში განთავსებულია სამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სამინისტრო და სამოქალაქო და ეროვნული რეესტრის სააგენტო. სახურავების მსგავსად, შენობაც დაყოფილია შვიდ ბლოკად, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ტიპის მომსახურება.

ნაგებობა ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ის განთავსებულია ტყეში, ხეების შუაგულში და ძალიან ჰგავს სოკოებს. იზოლირებული დეტალები და სვეტები ქმნის უცნაურ, თუმცა ძალიან მიმზიდველ დიზაინს როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერშიც. მშენებლობისთვის გამოყენებულია ისეთი სამშენებლო მასალა, როგორიცაა რკინა-ბეტონი, ფოლადი და მინა.

არქიტექტორები: Massimiliano, Doriana Fuksas;

ფოტოები: Denis Esakov, Moreno Maggi, Studio Fuksas;

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

Poliform – მცირე ბიზნესით დაწყებული ავეჯის გლობალური ბრენდი იტალიიდან

მცირე ზომის ბინა დომინანტური ხის ელემენტებით — ქეთა დონაძის ნამუშევარი ჯავახიშვილის ქუჩაზე