in

3daysofdesign – რა სიახლეებით წარსდგნენ ცნობილი ბრენდები 2024 წლის სკანდინავიური დიზაინის ფესტივალზე

დანიაში, კერძოდ კოპენჰაგენში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა, 3daysofdesign შედგა. ღონისძიება 12-14 ივნისს მიმდინარეობდა და მის ფარგლებში მნახველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ცნობილი ბრენდების ახალი და ინოვაციური კოლექციები. დანიის დედაქალაქმა უმასპინძლა პრესის წარმომადგენლებს, დიზაინერებს, ბლოგერებს, არქიტექტორებსა და უბრალოდ დიზაინის მოყვარულებს, რათა დაეთვალიერებინათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სკანდინავიური ბრენდების კატალოგები. დღეს კი სწორედ იმ რამდენიმე ბრენდის შესახებ გიამბობთ, რომლებმაც წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს დამთვალიერებლებზე.

&Tradition

დანიურმა ავეჯის ბრენდმა ორ გამოფენას უმასპინძლა. ორივე მათგანი საკუთარ შოუ რუმში შედგა. პირველი გამოფენა მიეძღვნა ბრიტანელ დიზაინერ რობინ დეის, ხოლო მეორეში წარმოდგენილი იყო ხუთი გლობალური დიზაინ სტუდია და მხატვარი, რომლებიც იკვლევენ ფორმებსა და იდეებს ინოვაციური სავარძლების შესაქმნელად.

1882 Ltd

ბრიტანული კერამიკის ბრენდი წლევანდელ გამოფენაზე დებიუტანტის სახით წარსდგა და წარმოადგინა ჭურჭლის კოლექცია Crockery Pink, რომელიც დამზადებულია დიზაინერ მაქს ლამბთან თანამშრომლობით. კოლექცია მიზნად ისახავს დიზაინში ნათელი და მხიარული ფერებისა და ტექსტურის გამოყენებას და გლობალურ დიზაინერებთან თუ სტუდიებთან თანამშრომლობას.

A-N-D

კანადურმა განათების ბრენდმა ითანამშრომლა დანიურ ავეჯის ბრენდ Norr11-თთან, რომელთან ერთადაც საერთო გამოფენას უმასპინძლა. მათ მიერ შემოთავაზებულმა კოლექციამ ხაზი გაუსვა ინოვაციურ პროდუქტს, რომლებიც შეიქმნა დიზაინერების Caine Heintzman-თან და Lukas Peet-ის თანამშრომლობის შედეგად.

Abstracta

შვედურმა საოფისე ბრენდმა თავისი უახლესი აკუსტიკური პროდუქცია წარმოადგინა. შოურუმში ასევე წარმოდგენილი გახლდათ Lammhults, Ragnars და Fora Form-ის პროდუქტებიც.

Ambientec
გამოფენის კიდევ ერთი დებიუტანტი იყო იაპონური განათების ბრენდი Ambientec, რომელმაც საკუთარი კოლექცია საჯარო სივრცეში, სხვა დამწყებ დიზაინ ბრენდებთან ერთად აჩვენა. მათმა კოლექციამ ყურადღება გაამახვილა Norm Architects-თან თანამშრომლობასა და ელეგანტური, დახვეწილი პროდუქციის შექმნაზე.

Anker & Co

Anker & Co-მ გადაწყვიტა, საკუთარ შოუ რუმში განათების რვა განსხვავებულ ბრენდთან გაერთიანება და უმასპინძლა ჯგუფურ გამოფენას. გამოფენა მიზნად ისახავდა განათების დიზაინში ხარისხისა და ტექნოლოგიების შესწავლას.

მონაწილე ბრენდები იყვნენ: Barovier & Toso, Bomma, Catellani & Smith, Michael Anastassiades, Tekna, Wästberg, Wever & Ducré და XAL.

Audo Copenhagen

დანიურმა დიზაინის კომპანიამ ითანამშრომლა შვედურ ბრენდთან – Note Design Studio-თან და სივრცის განახლებისთვის დახვეწილი და საინტერესო გზები შემოგვთავაზა. ბრენდმა გამოფენა მოაწყო თემაზე Shine a Light, რომელიც წარმოადგენს განახლებულ ქსოვილს, ფერებს და მასალას ავეჯის, განათების და აქსესუარების კოლექციებისთვის.

Emerson Bailey

ამერიკულმა დიზაინისა და ანტიკვარიატის სტუდია Emerson Bailey-მ უმასპინძლა გამოფენას სახელწოდებით Centuries, რომელიც იკვლევს სკანდინავიური დიზაინის ისტორიას, მათ შორის განმანათლებლობის ხანას, შვედურ მოძრაობას და შუა საუკუნის თანამედროვეობას.

ანტიკვარებთან ერთად, გამოფენა ასევე ხაზს უსვამს თანამედროვე ნიმუშებს, როგორიცაა განათება Sekt-დან, Folke Bensow, Christianborg ონკანების სერია და Cappelen Dimyr-ის მიერ შექმნილი ხალიჩები.

PH Artichoke – პოლ ჰენინგსენის მიერ შექმნილი რევოლუციური ჭაღი

რა უპირატესობები აქვს ენერგოეფექტურ საცხოვრებელ ბინას? — 5 მთავარი ფაქტორი