პანდემიისა და მსოფლიო დაძაბულობის მიუხედავად 2020 წელს რამდენიმე მსოფლიო დონის პროექტი დასრულდა. თავისი გრანდიოზულობის მიხედვით ზოგიერთ მათგანს თამამად შეგვიძლია “მეგა პროექტი ვუწოდოთ. ჩვენ შევარჩიეთ 7 მათგანი, რომლებიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.
Academy Museum in Los Angeles
1. კინო-აკადემიის მუზეუმი, რენცო პიანოს (Renzo Piano) სამშენებლო სახელოსნო, ლოს-ანჯელესი.
კინო აკადემიის მუზეუმი სტუმრებს წარუდგენს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების უზარმაზარ კოლექციას. მის კოლექციაში 190 000 კინო და ვიდეორესურსი შედის, ასევე 100 000 – ზე მეტი ხელოვნების ნაწარმოები. სახელგანთქმული არქიტექტორი რენცო პიანო ფირმა “Gensler” – თან თანამშრომლობდა, რათა 1939 წელს აშენებული შენობის მოდერნიზაცია განეხორციელებინა. ის ფეიერფაქს ავენიუსა (Fairfax Avenue) და უილშირის ბულვარზე (Wilshire Boulevard) მდებარეობს. ძველი შენობა ბურთის ფორმის ახალი თეატრის შენობასთან გააერთიანეს, რომელსაც 1000 ადამიანის დატევა შეუძლია. ექსპერტები მას ლოს-ანჯელესის ყველაზე ხალხმრავალი ღირსშესანიშანობის ტიტულს უწინასწარმეტყველებენ.
The Museum of the Future in Dubai
2. კილის მომავლის დიზაინის მუზეუმი, დუბაი.
ის მდებარეობს დუბაიში, სადაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა აგებული. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ დუბაის პროექტები არქიტექტურის შესაძლებლობის საზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოვებს. ახალი მუზეუმი, რომელიც შეიხ ზაიდის ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, ამის კიდევ ერთი დასტურია. “Killa Design” – ის მიერ შექმნილი ტორის ფორმის კონსტრუქცია ინჟინერიის ნამდვილი ტრიუმფია. ის სარკისებრი ლითონის ფილებითაა მოპირკეთებული. ელეგანტური შენობის ფასადი არაბული კალიგრაფიის ნიმუშითაა დამშვენებული. მას ფუტურისტული ინოვაციებისა და დიზაინის ინკუბატორის ფუნქცია ექნება.
Grand Egyptian Museum in Cairo
3. ეგვიპტის დიდი მუზეუმი “Heneghan Peng Architects”, კაირო.
ის განთავსებულია ცნობილი გიზის პირამიდიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ეგვიპტის დიდი მუზეუმი მსოფლიოს უმსხვილეს არქეოლოგიურ დაწესებულებადაა გამოცხადებული, რომელიც 100 000 არტეფაქტს ინახავს. მათ შორის დაახლოებით 5 000 საგანია, რომელიც ოდესღაც მეფე ტუტანს ეკუთვნოდა. რამზეს მეორის წითელი გრანიტის 83 ტონიანი ძეგლი სტუმრებს შესასვლელთან ეგებება. მუზეუმის ფართი 483 კვადრატული კილომეტრია. მთელი პროექტი შემუშავებულია დუბლინის საარქიტექტორო სალონის – „Heneghan Peng Architects“ – ის მიერ და შეფასებულია 1 მილიარდ აშშ დოლარად.
“Bee’ah” Headquarters in Sharjah, UAE
4. „Zaha Hadid Architects – ის მთავარი ოფისი
სწორი ხაზების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებით ცნობილმა, პრიცკერის პრემიის პირველმა ლაურეატმა ქალმა ზაჰა ჰადიდიმ მრავალი ფეშენებელური შენობა შექმნა, რომლებმაც არამარტო არქიტექტურის წესები, არამედ გრავიტიაციის კანონებიც კი გამოწვევის წინაშე დააყენეს. ამგვარი ერთ-ერთი ბოლო სტრუქტურა, რომელიც მან მის გარდაცვალებამდე, 2016 წელს დააპროექტა, დიუნნის ფორმის მქონე „შტაბ-ბინაა“. ის ნარჩენების უტილიზაციის კომპანია „Bee’ah“ -ს ეკუთვნის. აქ ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და „ტესლას“ ტექნოლოგიები, რათა ენერგიის მოხმარება ნულამდე დავიდეს.
Audrey Irmas Pavilion in Los Angeles
5. OMA / Shohei Shigematsu – ს მიერ შექმნილი პავილიონი, ლოს-ანჯელესი.
ოდრი ირმას (Audrey Irmas) პავილიონი ნოემბერში გაიხსნა. მისი ნათელი არქიტექტურა უილშირის ბულვარის ქუჩის ლანდშაფტს ახალისებს. პროექტის ღირებულება 75 მილიონი დოლარია, ავტორი კი შოჰეი შიგემაცუ (Shohei Shigematsu) გახლავთ. ეს არის სივრცე ბანკეტების, ბაზრობების, კონგრესების, წარმოდგენებისა და სხვა მხატვრული ღონისძიებების ჩასატარებლად. სამი გეომეტრიული სიცარიელის აქცენტირებით, სტრუქტურის გარე ნაწილი მომნუსხველი ექვსკუთხა პანელებითაა წარმოდგენილი, რომლებსაც ცენტრში ჭრა აქვთ გაკეთებული.
Vista Tower in Chicago
- ვისტა თაუერი “Vista Tower”, ჩიკაგო
“Studio Gang”-ის მიერ შექმნილი “Vista Tower”-ის ცათაბჯენი, რომელიც სიდიდით მესამე უნდა გახდეს ქარების ქალაქში, სამი ლამაზი მოცულობისგან შედგება. ყველაზე დიდის სიმაღლე დაახლოებით 366 მეტრია და ჩიკაგოს მდინარეს დაჰყურებს. კომპლექსი 400 – მდე რეზიდენციასა და ფეშენებელურ სასტუმროს შეიცავს. ჟანა განგის მიერ შექმნილი ეს შენობა ქალების მიერ, მთელს მსოფლიოში დაპროექტებულ შენობებში ყველაზე მაღალია.
Le Monde Headquarters, Paris
- „ლე მონდის“ ოფისი პარიზში.
ფრანგული მედია ჯგუფის „Le Monde“ – ს ახალი სათაო ოფისისთვის ნოვატორულმა არქიტექტურულმა კომპანია „Snøhetta“ სილუეტური აგურის სტრუქტურა შექმნა, რომელიც ხიდს მოგვაგონებს. ეს არის ნაგებობა კომპნიის „ინფორმაციული ნაკადის“ მინიშნებით. შუშის პანელების პიქსელური მატრიცა, სადაც ყოველი შუშა სხვადასხვა ხარისხის გამჭირვალობით ხასიათდება, ფასადს როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც მიმზიდველ იერს აძლევს.