in

ტროპიკული სახლი ინდონეზიაში

Alliance Group
Alliance Group

ჰარტლენდი კერძო ტერიტორიაა ინდონეზიაში, უბუდში, საიანის ქედზე. ის 6200 კვადრატულ მეტრის ფართობს იკავებს და გადაჰყურებს ბრინჯის მდელოების უმშვენიერეს ხედს. აქ მდებარე ტროპიკულ სახლზე არქიტექტორმა იუ კუან ჩონგმა (Yew Kuan Cheong) და დიზაინერმა მაქსიმილიან ჟანკელმა (Maximilian Jencquel) იმუშავეს. დუომ რამდენიმე ლეგენდარული არქიტექტორისგან აიღო ინსპირაცია, მათ შორის ლინდა გარლანდისა და აქსელ ვერვუდტისგან.

       

ჰარტლენდის გეგმა ორგანული და თავისუფალია, მასში შედის ხუთი ბუნგალო, რომელიც გარშემო არსებულ ბუნებას იდეალურად ეხამება. პროექტზე მომუშავეთა მთავარი ამოცანა სწორედ ბუნებრივი პირობების შენარჩუნება და ისეთი საშენი მასალის გამოყენება იყო, რომელიც ეკოლოგიურად სასარგებლო იქნებოდა. სწორედ ამიტომ კონსტრუქციაში გამოყენებულია ადგილობრივი მასალები, მათ შორის იავური ტექის ხის მერქანი, ბამბუკი, ქვები სუმბადან… ბუნებრივი საფარი პროექტში იმდენად დიდ ადგილს იკავებდა, რომ შეიქმნა ბაღი, სადაც მცენარეები თავად მფლობელებს მოჰყავთ.

ჰარტლენდის საერთო არმოსფერო ელეგანტური, თუმცა ამავე დროს უშუალოა. მისი მთავარი საძინებელი 150 მეტრ კვადრატს იკავებს, რის ფუფუნებასაც საერთო ფართობის სიდიდე იძლეოდა. სახლის ინტერიერის დიზაინი უნიკალურია – აქ შეხვდებით მფლობელების ქსოვილების კოლექციას, რომელთა შორისაცაა საოცარი და უცხო ნიმუშები ინდონეზიის პატარა სოფლებიდან, ასევე ცნობილი მხატვრების ნახატებსა და სხვა ხელოვნების ნიმუშებს. ჰარტლენდში დიდი აუზიცაა, რომელიც იმ ნიადაგის ბუნებრივ ფორმას იმეორებს, რომელზეცაა აშენებული.

არქიტექტურული სტუდია: Studio Jencquel

ფოტოგრაფი: Djuna Ivereigh

2020 წლის დიზაინის ტრენდები – რუსა თუმანიშვილის შეჯამება

თბილისის ნაძვის ხეების ისტორია