მსოფლიო პანდემიის გამო ბევრი ტრადიცია და წესი, რომლებსაც ადამიანები ყოველწლიურად საახალწლოდ ასრულებდნენ შეიცვალა ისე რომ, არსებულ სიტუაციას მორგებოდა. ყველა ქვეყანა მიმართავს დამატებით წესებს დისტანცირებისთვის და შეკრებების შესაზღუდად, ამიტომ დღესასწაულების ჩვეული აღნიშვნა თითქმის შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, საშობაო განწყობა ბოლომდე დავიწყებული არ არის, და ადამიანები თუ სხვადასხვა კომპანიები მაინც ცდილობენ განწყობის შექმნას. საშობაო ხე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საახალწლო ტრადიციაა და მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ბევრმა ქალაქმა ძალიან განსაკუთრებული ნაძვის ხე დადგა წელს. ნაძვის ხის ტრადიცია ძალიან ძველია და ის შუა საუკუნეების ლივონიას (ესტონეთი და ლიტვა) და გერმანიას უკავშირდება. თავდაპირველად ხეებს ვარდებით და ფერადი ხილით რთავდნენ, შემდგომ მათი სანთლებით გაფორმება დაიწყეს, რაც ბოლო პერიოდში საშობაო ნათურებმა ჩაანაცვლა.
სტატიაში გთავაზობთ 2020 წლის გამორჩეულ ნაძვის ხეებს პარიზიდან რიომდე, კოვიდის მიუხედავად:
საშობაო ნაძვის ხე პარიზში, Galeries Lafayette-ში
საშობაო ნაძვის ხე როკფელერის მოედანთან ნიუ იორკში
საშობაო ნაძვის ხე პრაღაში. მიუხედავად იმისა რომ ყოველწლიური საკმაოდ მასშტაბური საშობაო ბაზრობა გაუქმდა, ქალაქმა ულამაზესი ნაძვის ხით შეუქმნა მაცხოვრებლეს განწყობა
საშობაო ნაძვის ხე ვაშინგტონში ტრადიციულად ვაშინგტონის მონუმენტთან
ქენსინგტონი, ლონდონი – 100 საშობაო ხე და დეკორაცია Churchill Arms Pub-თან, ეს არის ლონდონის ცნობილი ფაბი, რომელიც სადღესასწაულო განწყობითაც გამოირჩევა.
საშობაო ნაძვის ხე ვატიკანში
საშობაო ნაძვის ხე თბილისში, ვანო ჭელიძის დიზაინით
ნაძვის ხე კრაკოვში, პოლონეთში
ნაძვის ხე მილანში, ტრადიციულად Galleria Vittorio Emanuele-ში
10 მეტრიანი ღვინის ბოთლებისგან შემდგარი ნაძვის ხე შენიანში, ჩინეთში
საშობაო ნაძვის ხე ბერლინში, ბრანდერბურის კარიბჭესთან