in

თანამედროვე სკანდინავიური სტილის კოტეჯი მიჩიგანის ტბაზე

Banner M2
Banner M2

ეს თანამედროვე კოტეჯი მართკუთხა შავი ექსტერიერით წარმოადგენს ერთგვარ სკანდინავიურ ოაზისს მიჩიგანის ტბის სანაპიროზე, რომელსაც მეპატრონე მისი გარეგნობისა და ინტერიერის გამო Hygge House-ს უწოდებს. კოტეჯის ინტერიერში იგრძნობა ევროპული დიზაინის ელემენტები და მას ახასიათებს მაქსიმალურად მყუდრო, კომფორტული სივრცეები. საერთო განწყობას პროექტი უხვი ბუნებრივი განათების, თბილი ხის დეკორის, მკაცრი ნაცრისფერი ჩრდილებისა და თანამედროვე ავეჯის კომბინაციით ქმნის, რის ხარჯზეც შიდა სივრცე ძალიან შთამბეჭდავი და ელეგანტურია.

მისაღები ოთახი გაშლილი და ნათელი სივრცეა. დიდი ზომის ფანჯრების დახმარებით კოტეჯის ეს ნაწილი მდიდარია ბუნებრივი განათებით, რაც ინტერიერს კიდევ უფრო ვრცელსა და ნათელს აჩენს. მთავარი აქცენტი ხის და სხვა ბუნებრივ მასალაზეა გაკეთებული, ხისფერი ტონები კი სასიამოვნოდაა დაბალანსებული მწვანე მცენარეებთან და მსუბუქ ჩრდილებთან, რაც მთლიანობაში გარემოსთან ურთიერთობისა და სიმშვიდის შეგრძნებას აღძრავს.

სამზარეულო მისაღებთან არის გაერთიანებული და შედარებით მუქი ფერებით გამოირჩევა. მასალა და ავეჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოტეჯის თანამედროვე სტილს. ამ ზონაში აქცენტი სკანდინავიური დიზაინისთვის დამახასიათებელ ფუნქციურ და მინიმალისტურ სტილზეა გაკეთებული, რის ხარჯზეც წესრიგისა და სივრცის შეგრძნება იქმნება.

ცალკეა გამოყოფილი პატარა ადგილი სამუშაო კუთხის მოსაწყობადაც, სადაც, სხვა ოთახების მსგავსად, დომინანტურ როლს ხისფერი მასალა და ბუნებრივი აქცენტები ასრულებს, წიგნებისა და მცირე დეკორაციების სახით, სივრცეში საინტერესო კონტრასტი იქმნება. ამავე ზონაშია მოწყობილი კარადები, რომლებიც მთელს კედელს მიუყვება და ძალიან ფუნქციურ სათავსოებს ქმნის.

საძინებელი ასევე დიდი ზომის ფანჯრებითა და ბუნებრივი განათების სიუხვით არის გამორჩეული, საინტერესო განწყობის გასაღვიძებლად კი ვხვდებით წიგნებისგან შექმნილ დეკორს, რომელიც სივრცეში ფერად და მრავალფეროვან ხასიათს აღძრავს.

სააბაზანო საძინებელს უკავშირდება და ის საკმაოდ ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა დიზაინერს არ დავიწყებია მწვანე მცენარეებისა და ბუნებით შთაგონებული დეტალების გამოყენება, რაც კარგად იგრძნობა კედელზე განთავსებულ მცირე ზომის ნახატშიც, რომელსაც ინტერიერში ზღვისა და სანაპიროს შეგრძნება შემოაქვს.

მთლიანობაში სახლი ძალიან მყუდრო და დახვეწილია. ის შესანიშნავად ერგება გარშემო არსებულ ლანდშაფტს. ფუნქციური და კომფორტული სივრცეების წყალობით, ინტერიერი ძალიან მშვიდი და კომფორტულია. ყურადღება მახვილდება ღია, ნეიტრალურ ფერებზე და სადა ტონალობაზე, რაც სისადავით ავსებს სივრცეს და ინტერიერს ბევრად ჰაეროვანს,  მსუბუქსა და ნათელს ხდის.

10 ნივთი შენი ვერანდისა და ეზოსთვის, რომლებიც სამი დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო

როგორ გამოვიყენოთ ხალიჩა ტრენდული ინტერიერის შესაქმნელად? — 4 საინტერესო მეთოდი