in

ტექსტურის მრავალფეროვნებით შექმნილი ბინა ბრაზილიაში

The Apartment Textures – ის სახელით ცნობილი ბინა ბრაზილიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 180 კვადრატული მეტრია. პროექტი წყვილს ეკუთვნის, რომლიც მას ძირითადად სამუშაოდ იყენებს მაშინ, როდესაც სან პაულოში უწევთ ჩასვლა. ასე რომ, თავდაპირველი კონცეფციის შექმნა მიზნად ისახავდა მყუდრო და სამუშაოდ კომფორტული საცხოვრებლის შექმნას, რომელსაც ექნებოდა ნეიტრალური ბაზა, მაგრამ ტექსტურის მრავალფეროვნება.

ინტერიერში დომინანტურ როლს თამაშობს Terrazo-ს იატაკის ფილები, კედლებისთვის კი შეირჩა ორი მასალა: ხის პანელები და თეთრი ფერის ტერაკოტა. მათი ერთიანობა ქმნის გამორჩეულ და ელეგანტურ სივრცეს, ერთიანობის განცდასა და ჰარმონიულ ატმოსფეროს მაცხოვრებლებისათვის.

ხის პანელების დახმარებით მისაღები სხვა ოთახებისგან ფარული კარით არის გამოყოფილი, საიდანაც ოთახები უკავშირდება საოფისე სივრცეს. ინტერიერში სითბოს შეგრძნება მიიღწევა ხის ჭერის მეშვეობით, მყუდრო სამუშაო გარემოს შესაქმნელად კი დამატებულია წიგნების მრავალფეროვნებით მოწყობილი თაროები.

ბინაში მცენარეულობის არსებობა ხელს უწყობს ვიზუალურ კომფორტს და ქმნის საინტერესო კავშირს გარშემო არსებულ ლანდშაფტთან. გარდა ამისა, მცენარეების სიმრავლე უზრუნველყოფს ჯანსაღ და დახვეწილ გარემოს დასასვენებლად ან სტუმრების მისაღებად.

გამწვანება შემოტანილია სამზარეულოშიც, რომელიც მეპატრონეების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ განთავსებულია სპეციალური შეკვეთით დამზადებული კარადები და გამორჩეული დიზაინის მქონე ხის ელემენტებით შექმნილი ჭაღი.

ხისა და ვინტაჟური ნივთების გარდა, ბინაში წარმოდგენილია ექსკლუზიურად შექმნილი ნამუშევრები ისეთი დიზაინერების მიერ, როგორებიც არიან სერჯო როდრიგესი და ჟან გილონი.

საერთო ესთეტიკისთვის გამოყენებულია ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რომელიც გამდიდრებულია ტექსტურით. მასალების მრავალფეროვნებამ, ქვების, ლითონის, ხისა და ქსოვილის სიმრავლემ, კიდევ უფრო გაამდიდრა ინტერიერი და მას სიმშვიდისა და მრავალფეროვნების ხასიათი შესძინა.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

როგორ შევქმნათ ამაღლებული განწყობა ავეჯისა და დეკორაციის დახმარებით – 5 საინტერესო ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ

ბინის რომელი განლაგებაა უკეთესი?