ველი მომხმარებლის რჩეული იქომერს პლატფორმაა, რომელიც ახალი კამპანიით შენი სივრცის მოსაწყობად სრულ პროცესს გიმარტივებს – ინსპირაციიდან – საბოლოოდ მოწყობამდე.
Სახლის მოწყობა არ გულისხმობს მხოლოდ იმ ავეჯისა თუ ნივთების შეძენას, რომლის გარეშეც ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია, არამედ მოიაზრებს სივრცის იმ დეტალებით შევსებას, რომლებიც მას მყუდრო სახლად გარდაქმნის. სწორედ მცირე დეტალების დამატებასა და შეცვლას შეუძლია მარტივად ნებისმიერი სივრცისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა.
Სახლი და ეზოს კატეგორია თანამედროვე დიზაინის ათასობით პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების კოლექციებით იქმნება და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება.
“ახალი კამპანიით გვინდა პირველ რიგში, ადამიანებს მივცეთ ინსპირაცია და ვაჩვენოთ, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სახლში მცირე დეტალებს, რომელი ნივთების ფართო, მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებელს ველიზე დახვდება.” – თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი
ველი მრავალფეროვანი კოლექციით არამარტო არჩევანის თავისუფლებას, არამედ ამ ნივთებისგან ინსპირაციის მიღების შესაძლებლობასაც გაძლევს. ნივთი მაშინ ხდება სასურველი, როცა მას დანახვისთანავე შენს სივრცეში წარმოიდგენ – წარმოდგენიდან შენს სახლამდე კი ეს ნივთი მხოლოდ 3 საათში იქნება.
ასორტიმენტში შეხვდები ნივთებს სამზარეულოსთვის, მცირე ავეჯს ეზოსა და ვერანდისთვის, აქსესუარებსა და დეკორაციებს, ორგანაიზერებს ყოველდღიურობის გამარტივებისთვის – ყველაფერს ერთ სივრცეში შენი სახლისთვის.
[R]