in

მტვერსასრუტის ტიპები – რომელია ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი

საყოფაცხოვრებო ტექნიკებს შორის მტვერსასრუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციაა, სანამ მას ავარჩევთ უნდა დავფიქრდეთ ჩვენი დალაგების სტილზე. როგორ ვალაგებთ? ყოველდღიურად ნელ-ნელა თუ იშვიათად და საფუძვლიანად. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დალაგების ტემპი? ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჩვენთვის სათანადო აგრეგატის შეძენაში. არსებობს მტვერსასრუტის შემდეგი ტიპები:

სტანდარტული – შედგება გორგოლაჭიანი კორპუსისგან, მასში ჩაშენებული ძრავით და შეწოვის მილით. ის ქსელიდან იკვებება. განსხვავდება გაბარიტებით, სიმძლავრით, მტვრის შემკრების ტიპით, ფილტრების ხარისხით და ა. შ.

ვერტიკალური მცირე გაბარიტული მტვერსასრუტები – მათი კორპუსი და მილი ფაქტიურად ერთ მთლიანს წარმოადგენს. მუშაობენ ქსელიდან და აკუმლიატორისგან. შეწოვის სიმძლავრე და მტვრის შემკრების მოცულობა სტანდარტულზე ნაკლები აქვს. გარდა ამისა მისი გადატრიალება არ შეიძლება და შესაბამისად თაროებიდან მტვრის მოწმენდა ამ ტიპის მტვერსასრუტით არ გამოვა. იდეალურია პატარა ბინებისთვის, სადაც ხალიჩები და შინაური ცხოველები არ არის.

ხელის – დაბალი სიმძლავრის კომპაქტური მტვერსასრუტები, მუშაობენ აკუმულიატორის მეშვეობით. სრულყოფილი დალაგებისთვის გამოუსადეგარია, თუმცა შესანიშნავია ავტომობილის სალონის გასაწმენდად და მცირე დაბინძურების მოსაშორებლად.

რობოტი მტვერსასრუტი – საკმაოდ ძვირადღირებული „სათამაშოა“, რომელიც შესანიშნავად ზრუნავს სახლის სისუფთავეზე, მისთვის ხელმისაწვდომი ზონებიდან მტვერსა და მცირე დაბინძურებულ კერებს წმენდს. ზოგიერთ მოდელს სველი მოწმენდის ფუნქციაც აქვს. მუშაობენ აკუმულატორებზე. დიდი ბინებისთვის და სახლებისთვის გამოუსადეგარია, ასევე არ გამოდგება იქ, სადაც ხალიჩებია.

ჰიბრიდები – ეს მოდელები ვერტიკალური და ხელის მტვერსასრუტის ერთიანობაა. კარგია ყოველდღიური მარტივი წმენდისთვის. მუშაობს ქსელიდან და აკუმულატორებითაც.

მტვრის შემკრების ტიპები:

1. ტომარა

ის ჰიგიენურიცაა და მოხერხებულიც. 5-6 დალაგების შემდეგ აკურატულად იღებთ და აგდებთ მას. ერთადერთი მინუსი ახალი ტომრების შეძენის აუცილებლობაა, რაც დამატებითი ხარჯია. ზოგიერთს კომპლექტში მრავალჯერადი მოხმარების ტომარაც მოყვება, თუმცა დროთა განმავლობაში ის ჭუჭყით იჯერება და მის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ძლიერი მხარეები:

  • ყოველი დალაგების შემდეგ არ არის აუცილებელი მტვერსასრუტის წმენდა. რამდენიმე დალაგების შემდეგ მარტივად გამოფერთხავთ ან გადააგდებთ;
  • ადვილია მათი შეძენა სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

სუსტი მხარეები:

  • მტვრის შემკრები ტომრის ავსებასთან ერთად დანადგარს საგრძნობლად ეკარგება შეწოვის ძალა;
  • რაც უფრო შევსებულია ტომარა, მით უფრო ხმაურობს მტვერსასრუტი.

2. ციკლონური ფილტრი

ამ შემთხვევაში მტვრის შემკრების როლს პლასტმასის კონტეინერი ითავსებს, სადაც მუშაობის დროს ნამდვილი ქარბორბალა იქმნება. მტვერი და ჭუჭყი აქ ხვდება და ცენტრიდანული ძალების ზემოქმედებით კონტეინერის კედლებზე ილექება. უფრო წვრილი ნაწილაკები ფილტრების სისტემის მეშვეობით კავდება. დალაგების შემდეგ კონტეინერი აუცილებლად უნდა გავასუფთაოთ და გავრეცხოთ.

ძლიერი მხარეები:

  • ციკლონური მტვერსასრუტები მუშაობის მთელ პერიოდში ერთნაირი სიმძლავრით;
  • არსებობს მოდელები სადაც კონტეინერებთან ერთად ტომრების გამოყენებაცაა შესაძლებელი.

სუსტი მხარეები:

  • როდესაც კონტეინერში რამე მეტალის ან შუშის ნივთი ხვდება (მაგალითად მონეტა), ის როგორც წესი, კედელზე არ ილექება, ხმაურს იწყებს და დალაგების ბოლომდე შემკრების კედლებზე რახუნობს;
  • ციკლონური მტვერსასრუტები ტომრიანზე ძვირია.

3. აკვაფილტრი

ასეთ მტვერსასრუტში ჰაერი წყლიანი რეზერვუარის გავლით გადის და მტვერი და ჭუჭყი წყალში ილექება. სასიამოვნო გვერდითი ეფექტით ხასიათდება – დალაგების დროს მტვერსასრუტიდან სუფთა და დატენიანებული ჰაერი გამოდის.

ძლიერი მხარეები:

  • კარგია ალერგიული ადამიანებისთვის და ბავშვებიანი ოჯახებისთვის;
  • ფილტრის დაბინძურების ხარისხი, ტომრიანი მტვერსასრუტებისგან განსხვავებით, არანაირ გავლენას ახდენს შეწოვის სიმძლავრეზე.

სუსტი მხარეები:

  • დალაგებამდე ფილტრში წყალი უნდა ჩაისხას, ხოლო შემდგომ გადმოისხას. გაირეცხოს რეზერვუარი და გაშრეს მტვერსასრუტის ყველა შემადგენელი კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ობის სუნი აუვა. ეს დროის დანახარჯებს მოითხოვს;
  • ასეთი მტვერსასრუტის გადაყირავება არ შეიძლება, ამიტომ მისი ექსპლუატაციის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ;
  • ამ ტიპის მტვერსასრუტები ციკლონურზე და ტომრიანზე ძვირია, წონითაც მათზე საგრძნობლად მძიმე და მოუხერხებელია;
  • ციკლონურ და ტომრიან მტვერსასრუტებთან შედარებით მათი სიმძლავრე როგორც წესი, ნაკლებია;

მრეცხავი მტვერსასრუტი

ეს ცალკეული კატეგორიაა, რომელსაც მშრალ და სველ რეჟიმში შეუძლია იმუშაოს. მეორე შემთხვევაში მტვერსასრუტი ჯერ წყალს გამოაფრქვევს შემდგომ კი იწოვს მას მტვერთან და ჭუჭყთან ერთად. მისი საშუალებით შესაძლებელია რბილი ავეჯისა და ფანჯრების წმენდა. უფრო ეფექტური წმენდისთვის წყალში საწმენდი საშუალებები შეგიძლიათ შეურიოთ.

ძლიერი მხარეები:

  • კარგია ხანგრძლივი და საფუძვლიანი დალაგებისთვის;
  • ოთახის ჰაერის დამატებითი დატენიანება.

სუსტი მხარეები:

  • ბევრი მოდელების პარკეტზე და ლამინატზე გამოყენება არ შეიძლება, რომ ზედაპირი არ ამოიბურცოს;
  • დალაგების შემდგომ აუცილებელია კონტეინერისა და აკვაფილტრის ზედმიწევნით გარეცხვა და ყველა შემადგენელი დეტალის, მათ შორის შემწოვი მილის გაშრობა;
  • ასეთი მტვერსასრუტები საკმაოდ ძვირია.

“Maxalto” – იტალიური ავეჯის ლეგენდა

წყალზე მოტივტივე სახლი ამსტერდამში