in

როგორ მოვაწყოთ შემოსასვლელი ზონა სკანდინავიურ სტილში? – 5 აუცილებელი ნივთი

სკანდინავიური სტილი საყოველთაოდაა აღიარებული და  თანამედროვე სამყაროში დიდი აქტუალობით სარგებლობს. სკანდინავიური ესთეტიკა მინიმალიზმით, სისადავით და ფუნქციურობით ხასიათდება. ჩრდილოურ დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნათელ ფერებს, ბუნებრივ მასალებს, განათებას, გამწვანებას, ორგანიზებულობას, წესრიგსა და მოსახერხებელ, კომფორტულ გარემოს. სწორედ ამიტომ, ეს დიზაინერების რჩეული მიმდინარეობაა. ვინაიდან სწორედ შემოსასვლელი სივრციდან იქმნება პირველადი შთაბეჭდილება საცხოვრებელზე, დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, გაგიზიაროთ საინტერესო რჩევები, რომელთა დახმარებითაც შემოსასვლელი ზონის სკანდინავიურ სტილში მოწყობა შეძლებთ.

ხის ბენჩი  

დიზაინერები გვირჩევენ, სკანდინავიური ესთეტიკის მისაღებად გამორჩეული ყურადღება ბუნებრივ მასალებზე, განსაკუთრებით კი ხის ავეჯზე გავამახვილოთ, რადგან ხე ბუნებასთან კავშირის განცდას ამძაფრებს და თბილ, სასიამოვნო გარემოს ქმნის. სპეციალისტების აზრით, შემოსასვლელი ოთახის ეფექტურობის გასაზრდელად კარგი იქნება თუ არასტანდარტულ ავეჯსა და ორიგინალური დიზაინის ნივთებს გამოვიყენებთ. ერთ-ერთი ასეთი ელემენტი კი ბენჩია, რომელიც თანამედროვე დიზაინში სულ უფრო აქტუალური ხდება. ხის ბენჩი იდეალური საშუალება იქნება ერთი მხრივ მინიმალისტური, მომხიბვლელი, ჩრდილოური ინტერიერის შესაქმნელად, მეორე მხრივ კი ფუნქციური და ორგანიზებული სივრცის უზრუნველსაყოფად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ფეხსაცმლის კარადა  

ფეხსაცმლის კარადა შემოსასვლელი ზონის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ელემენტია, რომელიც სივრცის წესრიგს , ჰიგიენას და ფუნქციურობას განაპირობებს, ამიტომ მისი განთავსება ნებისმიერი სტილის ინტერიერში მნიშვნელოვანია. თუმცა სკანდინავიური ესთეტიკის მისაღებად, უმჯობესია, რომ ავეჯი, ფუნქციურობასთან ერთად, მინიმალისტური და დახვეწილი იყოს. ასევე, სასურველია აქცენტი ღია, ნათელ ფერებზე გაკეთდეს, რათა სივრცე არ გადაიტვირთოს და გარემომ სისადავე და ბუნებრიობა შეინარჩუნოს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

აქცენტირებული ტანსაცმლის საკიდი

სკანდინავიური სტილის სადა, ნეიტრალური ინტერიერი რომ მოსაწყენ სივრცედ არ გადაიქცეს, მნიშვნელოვანია, მასში ზომიერად ფერადი აქცენტები შევიტანოთ. ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ, მცირე დეტალების ხაზგასმით ინტერიერი გავაცოცხლოთ და გავახალისოთ. ამის მისაღწევად იდეალური საშუალებაა ფერადი ტანსაცმლის საკიდი, რომელიც ერთ მხრივ, შემოსასვლელი ზონის აუცილებელი ფუნქციური ელემენტია, მეორე მხრივ კი კარგი შესაძლებლობაა სივრცის გასალამაზებლად და საინტერესო იერსახის მისაღებად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

კონსოლი

სკანდინავიურ დიზაინში მნიშვნელოვანია თითოეული ზონის მაქსიმალურად ათვისება და მისი ფუნქციონალურობის გაზრდა ისე, რომ ზომიერება და სიმსუბუქე არ დაირღვეს. ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება ისეთი ნივთების გამოყენებას, რომლებიც ესთეტიკურადაც საინტერესოს გახდის სივრცეს და პრაქტიკული დანიშნულებაც ექნება. დიზაინერების თქმით, ერთ-ერთი ასეთი ელემენტია კონსოლი, რომელიც თავისი ფორმებით და დახვეწილი დიზაინით სკანდინავიურ ესთეტიკას განსაზღვრავს და დამატებით ფუნქციურ დანამატს ქმნის სივრცეში.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სარკე

შემოსასვლელი ზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სარკეა, რომელიც პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, სივრცეს ვიზუალურად ადიდებს და საინტერესო შტრიხები შეაქვს დიზაინში. სკანდინავიური ესთეტიკის შესაქმნელად დიზაინერები გვირჩევენ, დახვეწილი დიზაინის, მინიმალისტური, თუმცა აქცენტირებული სარკე გამოვიყენოთ, რომელიც თავისი ფორმებითა თუ ფერით ინტერიერს მრავალფეროვნებას შესძენს და სივრცეს გამოაცოცხლებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

ყავისფერი ინტერიერში – 8 კომბინაცია, რომელიც ამ ტონს განსაკუთრებით უხდება

დიზაინ-მოგზაურობა დანიაში – თაზო არუნაშვილის რეფლექსია კოპენჰაგენის ივნისის ფესტივალზე