in

The Bow – Foster + Partners-ის ცნობილი პროექტი კანადაში

Alliance Group
Alliance Group

The Bow-ს სახელით ცნობილი კომერციული შენობა, რომელიც 2013 წელს აშენდა, კანადაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 199781 კვადრატული მეტრია. მშენებლობის დასრულებისთანავე, 237 მეტრი სიმაღლის მქონე ნაგებობამ ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი მოიპოვა.

იგი წარმოადგენდა ახალ ღირსშესანიშნაობას, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ურბანული, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების თვალსაზრისით. ტერიტორია მდიდარია მაღაზიებით, რესტორნებითა და კაფეებით და აქვს კეთილმოწყობილი ბაღი, ხოლო საოფისე სართულები გამოირჩევა ბუნებრივი ვენტილაციით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას.

The Bow უზრუნველყოფს საერთო შტაბ-ბინას Encana-სა და Cenovus-ისთვის. შენობის ფორმა შემუშავებულია კლიმატისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გათვალისწინებით. ნაგებობა მიმართულია სამხრეთისკენ, რათა ინტერიერმა მაქსიმალურად ისარგებლოს მზის სინათლითა. ამოზნექილი ფასადის დახმარებით, სტრუქტურული დატვირთვა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ამცირებს ფოლადის საჭირო რაოდენობას.

24-ე, 42-ე და 54-ე სართულებზე მოწყობილია მრავალფეროვანი ბაღები, რომლებიც მოიცავს ხეებს, მოსასვენებელ ადგილებს, შეხვედრის ოთახებს, კვების ობიექტებსა და ლიფტებს. გარდა ამისა, პროექტი შესანიშნავად ახერხებს ურთიერთობის დამყარებას გარშემო არსებულ არქიტექტურასთანაც.

მეორე სართული ღიაა საზოგადოებისთვის და აერთიანებს მაღაზიებსა და კაფეებს. დიდი საჯარო მოედნის ცენტრში განთავსებულია ესპანელი მხატვრის, ჟაუმ პლენსას ქანდაკება.

არქიტექტურული სტუდია: Foster + Partners

ფოტოები: Nigel Young / Foster + Partners

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ფრანგული ელეგანტურობით შექმნილი შპალერის, საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის უახლესი კოლექციები „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში

კომპანიები, რომლებიც რბილი ავეჯის ქიმწმენდის მომსახურებას გაგიწევენ