საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ერთ-ერთი პირველი და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი შენობის ფასადია, რომელიც საცხოვრებლის იერსახეს, მდგრადობას, კომფორტსა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს. ამავდროულად, სწორედ ფასადი განაპირობებს ენერგოეფექტურ გარემოს, რომელიც შემდგომში კომუნალური ხარჯების შემცირებასა და გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ევროპული სტანდარტის ნაგებობებში ყოველთვის უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებენ, რათა ფასადის დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ და მაცხოვრებელთა სიმშვიდეს შეუწყონ ხელი. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ საცხოვრებელი ფასადის მთავარ კრიტერიუმებს, რომელთა უზრუნველყოფა მშენებლობისას აუცილებელია.
მექანიკური სიმტკიცე და გარე ზემოქმედებებისადმი მდგრადობა — საცხოვრებლის ხარისხს სწორედ ფასადის სიმტკიცე და სიმყარე განსაზღვრას, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის მასალები და მოსაპირკეთებელი ელემენტები უზრუნველყოფს. სწორად შერჩეული მასალები და ევროპული სტანდარტის სრული დაცვით ნაგები ფასადი კარგად უძლებს კლიმატურ პირობებს, ატმოსფეროს ზემოქმედებას და კოროზიის, ნესტის მიმართ სიმტკიცეს ინარჩუნებს. ამავდროულად, მაღალი ხარისხის ფასადი მცირე დარტყმებისა და ბიძგების მიმართ მყარია, რათა მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით სეისმურად აქტიურ ზონებში, პირველადი იერსახე შეინარჩუნოს.
თბოიზოლაცია — მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტური პირობების მინიმალურ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებდეს, რასაც ძირითადად, ფასადის თბოიზოლაცია უზრუნველყოფს. მაღალი ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალებად, უმეტესად, მინერალური ბამბა და ქვაბამბა გამოიყენება, რაც ამცირებს სახლში გათბობისა და გაგრილების სისტემების საჭიროებას და შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებასაც იწვევს. ფასადის მოპირკეთებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემინულ ზედაპირებსა და კარ-ფანჯარას, რომლებიც სასურველია, ასევე ენერგოეფექტური მასალებით დამუშავდეს, რათა თბოიზოლაციის მაჩვენებელი გაზარდოს.
ხმის იზოლაცია — კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც მაღალი ხარისხის, სწორად ნაგები ფასადი უნდა აკმაყოფილებდეს, ეფექტური ხმის იზოლაციაა, რაც პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების კომფორტსა და მშვიდ ცხოვრებაზე. სასურველია, ფასადმა შეამციროს გარე ხმაურის დონე 30-50 დეციბელით, ხოლო მშენებლობისას გამოყენებული იქნას მრავალშრიანი კონსტრუქციები ხმის შთანთქმისთვის, რათა ხმაურის შეღწევადობა მინიმუმამდე შემცირდეს.
მომხიბვლელი იერსახე და მდგრადი მოსაპირკეთებელი მასალები — მშენებლობისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ფასადის იერსახეც, რომელიც შენობის არქიტექტურას უნდა ერწყმოდეს და კომპლექსს მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას მატებდეს. მშენებლობისას აუცილებელია, სწორად შეირჩეს მოსაპირკეთებელი მასალები და საღებავი, რათა ტემპერატურის ცვლილებების მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდეს ფასადის სტრუქტურა. თანამედროვე შენობებში ხშირად გვხვდება ინტეგრირებული განათება და გამწვანებული ფასადები, რაც მეტად ეფექტურს ხდის შენობას და არა მარტო საცხოვრებელ გარემოს, არამედ მიმდებარე ტერიტორიასაც ალამაზებს, ეს კი სასიკეთოდ აისახება როგორც მობინადრეთა ცხოვრების ხარისხზე, ასევე განწყობაზე.
ქართულ ბაზარზე ხარისხიანი მასალებითა და სამუშაოს შესრულების ხარისხით პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა, რომელიც ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე. „ნამაი ვაკეს“ კომპლექსი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ფასადის მდგრადობას, გარე ზემოქმედებების და ცვალებადი ტემპერატურის მიმართ სიმტკიცეს, ენერგოეფექტურ გარემოს და მომხიბვლელ დიზაინს უზრუნველყოფს, ეს ყოველივე კი სანდოობის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოების სტანდარტს განაპირობებს. შედეგად, საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებელი თავს მეტად კომფორტულად, დაცულად გრძნობს და კომუნალური ხარჯებიც დიდწილად ეზოგება.