in

თანამედროვე ინტერიერი ისტორიულ შენობაში

Banner M2
Banner M2

ლონდონში, კერძოდ კი Collingham Gardens-ში შეხვდებით რვა ისტორიულ შენობას, რომელთაგან თითოეული არქიტექტორი ერნსტ ჯორჯის დაპროექტებულია. შენობებს გამორჩეულს და საინტერესოს ხდის ტერაკოტასგან შექმნილი ფასადი, რომელიც შესანიშნავად ერგება გარშემო არსებულ ლანდშაფტს. სწორედ ამ სახლებიდან ერთ-ერთში არის განთავსებული ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ.

ამ ბინის ინტერიერი ისტორიული ექსტერიერისგან სრულად დაშორებულია. მისი საერთო ფართობი ორ ოთახს აერთიანებს თანამედროვე და მონოქრომული დიზაინით. წინა და უკანა მხარეს ორი ტერასაა მოწყობილი, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოსთან კავშირს.

ბინა გარემონტდა ძალიან დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით, რათა ის მაქსიმალურად თანამედროვე და დახვეწილი ყოფილიყო. შესასვლელიდან ხვდებით ღია გეგმარირების მქონე მსუბუქ სივრცეში, სადაც მოწყობილია მისაღები ოთახი და თანამედროვე სამზარეულო კუნძულით.

ჰარმონიული იერსახის შესაქმნელად სახლის ყველა ოთახში დაგებულია ღია მუხის პარკეტი. ელეგანტური სამზარეულო შექმნილია ბელგიელი არქიტექტორის – Vincent van Duysen-ის მიერ Molteni & C-ისთვის. Dove-ს კარადები შეხამებულია დახვეწილ სამუშაო ზედაპირებთან.

მისაღები ოთახის მოწყობისას მთავარი აქცენტი გაკეთდა მყუდრო და კომფორტულ ზონებზე, რათა ოთახის გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო სამუშაო და საოფისე სივრცედაც.

მთავარი საძინებელი განთავსებულია უკანა მხარეს და აქვს წვდომა ერთ-ერთ ტერასაზე.

აბაზანა კირქვით არის მოპირკეთებული და ძალიან საინტერესო, დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის.

წინა ტერასას აქვს ხის იატაკის საფარი და შემოსაზღვრულია წითელი აგურით, რაც მთლიანობაში საინტერესო და ბუნებრივ განწყობას ქმნის.

მეორე ტერასა მდებარეობს ბინის უკანა მხარეს და გარშემორტყმულია კედლებით, რომლებსაც მარადმწვანე ბუჩქები აკრავს.

 

საერთო ჯამში, ბინა ძალიან თანამედროვე და დახვეწილია. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე განსაკუთრებული სიდიდით არ გამოირჩევა, ზონების სწორად გადანაწილებისა და მათი ფუნქციური ათვისების ხარჯზე, ის საკმაოდ დიდი და კომფორტული ჩანს.

წვიმის წყლის შეგროვება და გამოყენება — როგორი პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ საქართველოში?

დეკორატიული მინა-ბლოკი — უპირატესობები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე